LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი დააკავეს

334
პოლიცია

მორაგბე, “შვიდკაცას” კაპიტნის რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა. დაკავებულია რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, მერაბ ბესელია.

შეგახსენებთ, რომ დღეს რაგბის კავშირში სროლა იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, რამაზ ხარაზიშვილსა და მერაბ ბესელიას შორის ურთიერთშელაპარაკებას სროლა მოჰყვა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც შესაბამისად, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები