LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაინეარი ევროპის ქალაქებში ფრენებს სომხეთიდანაც გეგმავს

132
44462EA7-554F-4DFC-B0E3-50622F58B25F-cx0-cy6-cw0-w1023-r1-s (1)

ირლანდიური ავიაკომპანია “რაინეარი” ევროპის ქალაქებში ფრენებს სომხეთიდანაც გეგმავს. როგორც ირკვევა, კომპანიის ხელმძღვანელობა ამ საკითხის განსახილველად დღეს სომხეთის პრემიერს შეხვდა.

როგორც „რაინეარის“ კომერციულმა დირექტორმა ნიკოლ ფაშინიანს უთხრა, სომხეთის საავიაციო ბაზარზე უახლოეს მომავალში შევლენ, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია.

ამჟამად კომპანია მოლაპარაკებებს მართავს სომხეთის სამოქალაქო ავიაციის, სახელმწიფო უწყების, ხელმძღვანელობასთან, და მთავარ ოპერატორთან. გარდა „რაინეარისა“, რადიო თავისუფლების ცნობით, სომხეთის ბაზარზე შესვლას აპირებს მეორე დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „ვიზეარი“ (Wizz Air), რომელიც მზადაა, 2020 წლიდან დაიწყოს ფრენები.

შეგახსნებთ,  დღეს „რაინეარმა“ ხელშეკრულება გააფორმა საქართველოს მთავრობასთანაც. კომპანია თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან – მარსელის, ბოლონიისა, მილანისა და კიდევ 9 მიმართულებით შეასრულებს ფრენებს.

რაინეარი საქართველოდან 12 ევროპულ ქალაქში იფრენს - ხელშეკრულება გაფორმებულია

"გვაქვს პერსპექტივა, რომ წელს, სამის ნაცვლად 4 ახალი მიმართულებით იფრინოს რაინეარმა საქართველოდან".

ღეს ხელშეკრულების გაფორმების პროცესში გამოითქვა სურვილი, რომ წელვსე მეოთხე მიმართულებითაც დაიწყოს ფრენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები