LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რიჩარდ ნეფიუ ეწვევა

144
rich

15-18 იანვარს გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი რიჩარდ ნეფიუ სომხეთსა და საქართველოს ეწვევა.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნეფიუ ორივე ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარე ძალისხმევასა და გამოწვევებს განიხილავს, ასევე, განსაზღვრავს შემდგომი თანამშრომლობის სფეროებს.

სომხეთში იგი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის, იუსტიციის სექტორისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს შეხვდება და მონაწილეობას მიიღებს სამოქალაქო საზოგადოების მრგვალ მაგიდაში, საქართველოში შეხვედრებს კი ხელისუფლების, ანტიკორუფციული ინსტიტუტების, საგამოძიებო ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართავს.