რატომ მოიმატა ბავშვთა სუიციდმა, ძალადობამ და გამეტებით მკვლელობების რაოდენობამ – ამ საკითხზე “ფორმულას” გადაცემაში “ბაიასთან” ფსიქოლოგმა შალვა ამონაშვილმა ისაუბრა.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ბავშვის სწორად აღზრდის მნიშვნელობას.

“ბავშვს უნდა აღზრდა. ვინ ზრდის ბავშვს და საითკენ მიყავს ის, რას ვუჩვენებთ ჩვენ? ყველამ რომ დაჯღანული სახე ვუჩვენოთ და გავიდეს კვირა, წლები, ბავშვიც ასეთივე გამოვა.

მე ყოველთვის ვსაყვედურობ იმ პროცესებს, რაც ოჯახში, სახლში ხდება. ბავშვს უნდა თავისუფლება, აქვს დიდობის მოთხოვნილება, ჩვენ ამას ვუკრძალავთ.

რამდენჯერაც ავუკრძალავთ, იმდენჯერ ის გაწირავს თავს, რომ შენ დაგსაჯოს ან სუიციდით ან მიიღოს შენი მაგალითები ან არ დაინდოს ვიღაცა.

ჩვენ ბავშვებს ვზრდით ძალაობით, ვაიძულებთ ის გააკეთონ რაც ჩვენ გვინდა და გვგონია, რომ ეს კარგია.

ჩვენ მას ავუკრძალეთ თავისუფლება, დიდობის მოთხოვნილება და მორჩა, იმ ბავშვმა რაღაცით უნდა გამოამჟღავნოს – ან  სიგარეტის მოწევით ან მიეძალოს ნარკოტიკს ან გაიჩინოს გარეშე წრე და იქ დაიმკვიდროს ეს მოთხოვნილება. ან უნდა დაგსაჯოს შენ, დედა ან მამა ან უნდა მოიკლას თავი…

რამ უნდა დაიცვას ბავშვი იცით? მშობლების მეგობრობამ შვილებთან…

ჩვენი ბავშვები ჩაიკეტნენ, რადგან ვერ დაინახეს თანატოლები…ბავშვი სულ სიყვარულით უნდა გყავდეს, მაგრამ თუ ჩვენი თავი უფრო ძვირად გვიღირს, თუ ჩვენ თავს უფრო ვუფრთხილდებით, მაშინ დაუყვირეთ…”

 

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05