LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი რუსი შემოვიდა წელს და რამდენი 2019 წელს – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კონკრეტულ მაჩვენებლებს ასახელებს

872
ipiccy_image

წელს რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 52%-ით ნაკლებია, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში , – ასე ეხმაურება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ მომზადებულ კვლევას, სადაც აღნიშნული იყო, რომ 2022 წელს რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა.

როგორც ჯანიაშვილი აცხადებს, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ რუსეთიდან 403 ათასი შეადგინა მაშინ, როდესაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მონაცემები 850 000 იყო.

„მხოლოდ ივლისში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მხრივ, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 67%-იანი აღდგენა გვაქვს, ხოლო საერთაშორისო ტურისტებში 80%-იანი აღდგენა. აქვე აუცილებლად ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ წელს ჩვენ გვაქვს ისეთი ქვეყნები, სადაც აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს ვახორციელებთ, რომელთა წილმაც 2019 წლის მაჩვენებლებს გადააჭარბა. ეს ქვეყნებია საუდის არაბეთი, ისრაელი, ყაზახეთი. რაც შეეხება უშუალოდ რუსეთს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წელთან მიმართებით მხოლოდ 48%-ია აღდგენა, იანვარ-ივლისის მაჩვენებლებით 52%-იანი კლება გვაქვს. საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ რუსეთიდან 403 ათასი შეადგინა, მაშინ როდესაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მონაცემები იყო 850 ათასი”, – განმარტავს მედეა ჯანიაშვილი.

„რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს გამოყენებით შეუძლიათ თავი დააღწიონ რუსეთში სანქციების გამო შექმნილ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას“- რა წერია უახლეს კვლევაში

მისი თქმით, საქართველო სამიზნე ბაზრებზე მარკეტინგულ კამპანიებს აქტიურად აგრძელებს და გარკვეული დადებითი შედეგებიც უკვე სახეზეა. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს მიზნობრივ ბაზრებზე მარკეტინგული აქტივობების განხორციელების მიმართულებით და ეს მიზნობრივი ქვეყნებია: გალფის ქვეყნები, ევროპის ქვეყნები, ისრაელი. იანვარ-ივლისში ტოპ ქვეყნებში გვაქვს ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა გერმანია, პოლონეთი, საუდის არაბეთი, ისრაელი. შესაბამისად ამ ბაზრებზე აქტივობებს ვაგრძელებთ, რათა წლის ბოლომდე უფრო მეტი ტურისტი მივიღოთ”, – აცხადებს ჯანიაშვილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ პანდემიამდელი პერიოდი, ანუ 2019 წელი არის სამიზნე წელი, რათა მოხდეს მაჩვენებლების აღდგენა, ხოლო შემდეგ ქვეყანა ორიენტირებული იქნება მაჩვენებლების კიდევ უფრო ზრდაზე, რაც ქვეყანას 2019 წლამდე ჰქონდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები