LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე ფაქტი რომის ესპანური კიბეების შესახებ

travel

 

ესპანური კიბეები – ეს მსოფლიოს ულამაზესი და ყველაზე ცნობილი კიბეებია. ვისაც იტალიის ულამაზეს დედაქალაქში გიმოგზაურიათ, ამ საოცარი ადგილის დანახვისას აუცილებლად გაგახსენდებოდათ კადრი ცნობილი ფილმიდან “რომაული არდადეგები“.  თუკი იქვე ახლოს ტრადიციული იტალიური ნაყინიც იყიდეთ, რომელთან ერთადაც ეს კიბეები ჩამოირბინეთ, მაშინ თქვენი მოგზაურობა ნამდვილ ჯადოსნურ მოგონებად დარჩება თქვენს მეხსიერებაში.

მაშ ასე, 8 ფაქტი ესპანური კიბეებზე, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ.

  1. ესპანური კიბე 1725 წელს ააშენეს და ზუსტად 135 საფხურისგან შედგება .

თუკი ამაში ეჭვი გეპარებათ შეგიძლიათ თავად დათვალოთ.

ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კიბე შესახვედრად საუკეთესო ადგილად ითვლება.

  1. რატომ „ესპანური“?

რაც არ უნდა უცნაური იყოს, ღირსშესანიშნაობა, რომელიც იტალიის დედაქალაქში მდებარეობს, იტალიელი არქიტექტორის მიერაა შექმნილი და ფრანგი დიპლომატის მიერაა დაფინანსებული – სახელი კი ესპანეთის ქვია.

  1. კიბეებზე ჭამა აკრძალულია

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განთავსებული ღირსშესანიშნაობა ბოდიალისგან შესასვენებლად და წასახემსებლად თითქოს საუკეთესო ადგილია, თუმცა ყველაფერი ასე მარტივად როდია. კიბეზე საკვების მიღება კანონითაა აკრძალული და მცდელობას საკმაოდ სოლიდური ჯარიმაც მოყვება.

  1. ინგლისური გავლენა

ცნობილი ბრიტანელი პოეტი ჯონ კიტსი წლების განმავლობაში ესპანური კიბის სიახლოვეს ცხოვრობდა და მოგვიანებით მის სახლში ინგლისური პოეზიის მუზეუმიც გაიხსნა. ღირსშესანიშნაობას ყოველდღიურად ასობით ტურისტი სტუმრობს.

  1. მაკდონალდსი

კიბეების მონახულების შემდეგ პირველი იტალიური მაკდონალდსის მონახულებაც არ არის ცუდი აზრი. რესტორანი 1986 წელს გაიხსნა და იტალიელთა შორის დიდი პროტესტიც გამოიწვია. ადგილობრივების აზრით, რომის ისტორიულ ცენტრში სწრაფი კვების ობიექტს არაფერი ესაქმებოდა.

  1. პოპ კულტურის გავლენა

ესპანური კიბე ყველას „რომაულ არდადეგებს“ და ოდრი ჰეპბერნს ახსენებს. ბევრი ადამიანი მის მოსანახულებლად სწორედ ცნობილი ფილმის გამო მიდის ხოლმე.

  1. უშნო ნავი

ესპანური კიბეების დასაწყისთან მდებარეობს შადრევანი რომელსაც, „უშნო ნავის ფანტანი“ ქვია. ყველაფერი კი ძველ ლეგენდას უკავშირდება. ერთ დროს რომში ძლიერი წყალდიდობა ყოფილა და მეთევზეების გემი გაუტაცებია. გემმა ქუჩა-ქუჩა იარა და შადრევნის შექმნის იდეაც სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა.

  1. სეზონური სტილი

იმის მიხედვით, თუ როდის ეწვევით ესპანურ კიბეებს, სხვადასხვანაირი დეკორაციის ნახვის შანსი გექნებათ. მაგალითად, გაზაფხულზე კიბეები ვარდისფერი ყვავილებითაა გაფორმებული და მისი მონახულება ამ დროს განსაკუთრებით შთამბეჭდავია.