LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რამდენიმე კვირაში კოვიდინფიცირებულთა სამკურნალო „ფაიზერის“ და „მერკის“ წარმოების მედიკამენტები გვექნება” – ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა გაიზარდა

302
BeFunky-collage (9)

„ადგილზე გვაქვს მედიკამენტები, რითაც კოვიდინფიცირებულების მკურნალობას ვახორციელებთ. ასევე შევუკვეთეთ და რამდენიმე კვირაში დამატებით გვექნება „ფაიზერის“ და „მერკის“ წარმოების მედიკამენტები, რომლებიც საკმაოდ დიდი ეფექტურობით გამოირჩევა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა და ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება მიმოიხილა.

2 953 ახალი შემთხვევა და 31 გარდაცვლილი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვნად გაიზარდა პაციენტების ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა, თუმცა მისივე თქმით, სამინისტრო ყველა გამოწვევისთვის მზად არის.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით,  „ომიკრონით“ ინფიცირების ზრდის შემთხვევაში ყველა მოქალაქეს ექნება ჰოსპიტალში განთავსების საშუალება.

საქართველოში ომიკრონის შტამის 816 შემთხვევაა დადასტურებული

“შეიძლება დადებითად ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ „ომიკრონის“ მიმდინარეობა არის საკმაოდ მსუბუქი. გაზრდილი ინფიცირების მაჩვენებლიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად გვაქვს გაზრდილი პაციენტების ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა.

დღეიდან ჯანმო-ს ადგილობრივი ოფისის და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები ჰოსპიტლების ადგილზე მონიტორინგს ახორციელებენ, როგორც ინფექციის კონტროლის, ასევე რეანიმაციის და კოვიდინფიცირებულების მკურნალობის კუთხით. საჭიროების შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს მშვიდად და უსაფრთხოდ შეეძლებათ ჰოსპიტალში მკურნალობა.

მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესის აქტიურად გაგრძელება. მინდა მოქალაქეებს რეგულაციების დაცვისა და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავებისკენ მოვუწოდო“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

 

magti 5g