LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამზან კადიროვი ,,ომის საუკეთესო ჰედლაინერია”, მის წინაშე ყველა ქედს იხრის – თინა კანდელაკი

9677
kadirovi

თინა კანდელაკმა რამზან კადიროვის შესახებ მორიგი განცხადება გაავრცელა, არანაკლებ სკანდალური, ვიდრე წინა ჯერზე. კანდელაკი ამბობს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, კადიროვის სოციალურ ქსელში მისი მიმდევრების რიცხვი გაორმაგდა, რაც მისი თქმით, იმას ნიშნავს, რომ კადიროვი ,,ომის საუკეთესო ჰედლაინერია”

„ბევრჯერ მკითხეს, ვმართავ თუ არა მე კადიროვის სოციალურ ქსელებს, არა მეგობრები, არა. ჩეჩნეთის ლიდერი ომის დაწყებიდან დღემდე ნამდვილ ჰედლაინერად იქცა, ბევრ კოლეგას ვურჩევ, მას მიბაძონ, მისი რეპორტაჟები ბევრად საინტერესოა, ვიდრე ტელევიზიების მიერ მომზადებული სიუჟეტები. მან შექმნა საუკეთესო სამხედრო ბლოგი ტელეგრაზე. მის წინაშე ქედს იხრის ყველა, მას პირადად პასუხობს ილონ მასკი“წერს კანდელაკი.

თავად კოკო შანელი ნაცისტებს არ უმტვრევდა კარებს? ახლა მოგინდათ ჩვენთან თამაში?  – თინა კანდელაკი „შანელის“ მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ეხმაურება

რამზან კადიროვი: “პირველ რიგში, სრულად გავათავისუფლებთ ლუგანსკსა და დონეცკს…შემდეგ კი ავიღებთ კიევს და ყველა სხვა ქალაქს, გარწმუნებთ: უკან არცერთი ნაბიჯით არ დავიხევთ”

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g