ოკუპირებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ლეონიდ პასეჩნიკმა ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის დედა აიმანი და მისი მეუღლე მედნი ხალხთა მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა.
თავის ტელეგრამ არხზე კადიროვმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მისი ახლობლებისთვის „სახელმწიფო ჯილდოების“ მინიჭების შესახებ უკავშირდებოდა მათ ჰუმანიტარულ დახმარებას სეპარატისტული რესპუბლიკის მაცხოვრებლებისთვის.
“დედის გადაწყვეტილებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში “ათიათასობით ტონა საკვები და პირველადი მოთხოვნილების ნივთები გაიგზავნა,” – აღნიშნავს კადიროვი.