LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას წერს ფეისბუქში თვითმხილველი, რომელმაც 4 წლის ნაცემი ბავშვი საავადმყოფოში ნახა

BeFunky-collage (4)

თბი­ლის­ში გარ­დაც­ვლი­ლი 4 წლის გო­გო­ნას საქმესთან დაკავშირებით ერთ-ერთმა ინტერნეტ მომხმარებელმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ 6 იან­ვარს იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნახა სას­ტი­კად ნა­ცე­მი პა­ტა­რა გო­გო­ნა, რო­მე­ლიც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ექი­მებ­მა შე­იყ­ვა­ნეს.

“ტყუილი!

10 დღით ადრე საკუთარი თვალით ვიხილე ეს ნაცემი პაწაწინა გოგო იაშვილის კლინიკაში!

შემზარა რაც ვნახე! პატარას ერთი სანტიმეტრი არჰქონდა დატოვებული დალურჯების და დაწითლების გარეშე. ხელში აყვანილი გადმოიყვანეს სასწრაფოს ექიმებმა და მისაღებში დასვეს. არც ტიროდა. საოცარი სიმშვიდე ეფინა ნატანჯ სახეზე! უფრო გაოცებული შეჰყურებდა ექიმებს, რომლებიც  მის გარშემო დაფუსუსებდნენ. შევატყე არ იყო ასეთ მზრუნველობას მიჩვეული.

იქ გავიგე, რომ დედამისმა სცემა, მეზობლებმა პატრულს დაუძახეს და დედა დააკავეს.

მაშინ ამ ფაქტის შესახებ ფბ-ზე დაწერასაც ვაპირებდი, ისე შემზარა, მაგრამ ჩემი პატარა ძმისშვილის გამო, რომელიც კლინიკაში ტრამვის გამო მივიყვანეთ, ისეთი განერვიულებული ვიყავი, თავი ვერ მოვაბი. იმასაც ვფიქრობ, იქნებ უნდა დამეწერა, ბევრი აქტიური ადამიანი მყავს მეგობრებში და იქნებ რამე რეაგირება ჰქონოდა.

როცა ეს ამბავი გავიგე, მაშინვე მივხვდი – ის იქნებოდა! ფოტო დავინახე და….

ეს პატარა ნატანჯი დალურჯებული სახე არასდროს დამავიწყდება :((( რატომ დააბრუნეს სახლში? ან ექიმებმა ან პატრულმა რაიმე ზომები რატომ არ მიიღეს! როგორ შეიძლებოდა მისი უკან დაბრუნება!

ახლა კი მწარედ ვფიქრობ – უნდა დამეწერა ალბათ მაშინვე 🙁  – წერს ინტერნეტ მომხმარებელი თავის პოსტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები