LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ჩამოდის პომპეო: ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები

121
zalkalian 22

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო 13 ნოემბერს ტურნეში მიემგზავრება, რომლის ფარგლებში საქართველოსაც ეწვევა.

მაიკ პომპეომ საქართველოსა და კიდევ 5 ქვეყანაში დაგეგმილი ვიზიტის მიზანზე სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“პარასკევს, მინდინარე კვირაში, საფრანგეთში, თურქეთში, საქართველოში, ისრაელში, ყატარში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და საუდის არაბეთში მივემგზავრები. მოლაპარაკებები განსხვავებული იქნება, თითოეულ ქვეყანაში ბევრი განსხვავებული საკითხია განსახილველი. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ შემთხვევაში მოლაპარაკების დროს ყურადღება გამახვილდება ახლო აღმოსავლეთში მშვიდობასა და თანამშრომლობის ჩამოყალიბების მიმართულებით, ამ ადმინისტრაციის ისტორიულ ძალისხმევაზე”, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

მაიკ პომპეოს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დღეს დილით გამართულ ბრიფინგზე.

„ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო ამბიციური გეგმები, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც უმაღლეს ნიშნულზეა, თვისობრივად ახალ დონეზე გადავიდეს და დარწმუნებული ვარ, რომ მაიკ პომპეოს ვიზიტი, ამ მხრივ, იქნება მნიშვნელოვანი და კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას“, – აცხადებს ზალკალიანი.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში მაიკ პომპეო შეხვდება კორონავირუსით გამოჯანმრთელებულ პრემიერ მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და კათოლიკოს პატრიარქს. 

„ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ურყევ მხარდაჭერასა და ჩართულობას საქართველოს უსაფრთხოების, ქვეყნის განვითარების და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მიმართ. ეს ვიზიტი გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ წარმოადგენს აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან პოლიტიკური მხრდაჭერის მკაფიო ნიშანს, რაც სრულიად ეხმიანება ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე ურთიერთოებას და უაღრესად ნაყოფიერ თანამშრომლობას. მოგეხსენებათ, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან ჩვენ გვქონდა უაღრესად ეფექტიანი თანამშრომლობა, სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ყველა ძირითადი მიმართულებით. თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, დემოკრატიული ინსტიტიუტების გაძლიერება, ხალხთა შორის ურთიერთობის გაღრმავება, ეს არის ყველა ის ძირითადი საკითხი, რომლის მიმართულებით ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები. ყველაფერი ეს აისახა ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ერთობლივ განცხადებაში. მაგრამ ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო ამბიციური გეგმები, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც უმაღლეს ნიშნულზეა, თვისობრივად ახალ დონეზე გადავიდეს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი, ამ მხრივ, იქნება მნიშვნელოვანი და კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ორმხრივი ურთიერთობის ყველა საკითხთან ერთად, ვიზიტისას საუბარი შეეხება რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსაც და იმ სიტუაციასაც, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოს გარშემო და მათ შორის, საქართველოს როლზე.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ამ ვიზიტით ვადასტურებთ, რომ საქართველო არის აშშ-ის მთავარი მოკავშირე რეგიონში და მნიშვნელოვანი დასაყრდენი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს რეგიონში სტაბილურობას და საქართველოს სტაბილურ განვითარებას ყველა მიმართულებით, როგორც პოლიტიკური, ისე უსაფრთხოების და ასევე ეკონომიკური თვალსაზრისიით. ცხადია, ვიმსჯელებთ სამომავლო პრიორიტეტებზე და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითადი განზომილების მთავარ პრიორიტეტებზე“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, მაიკ პომპეო საქართველოს 17 ნოემბერს ეწვევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g