LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ხვდებიან სევდიანად ახალ წელს ლაშა ბუღაძე და დათო ტურაშვილი: „ეს განათება თან მომწონს და თან მაღიზიანებს!..“

page

დათო ტურაშვილმა და ლაშა ბუღაძემ შაბათის „შუა დღეში“, „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რატომ  არის სევდიანი ახალი წელი და რის გამო არ მოსწონთ საახალწლოდ განათებული თბილისი.

დათო ტურაშვილი:

მხოლოდ კარგ ამბებზე გვინდოდა საუბარი, მაგრამ ბევრი ცუდიც ვახსენეთ, რადგან სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბევრი ცუდი ამბავი ხდებოდა და ხდება. ასეთი უცნაურობა მჭირს, კოლექტიური და საზოგადო დღესასწაულები როა, მაშინ ვარ ყველაზე სევდიანი და მოწყენილი და მაშინ მახსენდება ყველა გაჭირვებული, ყველა უბედურება. მინდა, ეს დამთავრდეს ჩემს ცხოვრებაში და ჩემი სამშობლო იყოს ქვეყანა, სადაც ადამიანებს არ ექნებათ შურის, ცრემლის, სევდის, მწუხარების განცდა. არ შეშურდებათ არავისი, ვინც დღესასწაულობს, უხარია, სადღაც გადის და ბრჭყვიალა ქალაქი უხარია. ახალ წელს მინდება ხოლმე, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, მათ სახლებში მისვლა და მათი თანადგომა. მინდა, ყველას მივულოცო, ვისაც უხარია, ვინც პრობლემებით ეგებება, ამის შეცვლა მინდა.

ლაშა ბუღაძე:

ვისურვოთ, რომ ნაკლები კონტრასტი იყოს, როცა განათებული და გადაბრჭვიალებული ქალაქი დაემთხვევა შინაარსს. მეც პრობლემა მაქვს – თან მომწონს ეს განათება და თან, მაღიზიანებს და უხერხულობის განცდა მაქვს. როცა ვიცი, რა დღეშია ეს ქალაქი… მშენებლობები იქნება, უჰაერობა თუ სიღარიბე. ეს შეუსაბამობები მაინც შემცირდეს, ოდნავ მაინც…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები