LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ კლავს ფსიქოაქტიური ნივთიერებები! – ექიმი-ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს

566
thumbnail

ექიმი-ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე  ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასა და მის სავალალო შედეგებთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვას ავრცელებს. ექიმი იმ კოლგებს პასუბობს, ვინც თვლის, რომ ქვეყანაში ამ მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა:

„რამოდენიმე განმარტება უნდა გავაკეთო ჩემს ბოლოდროინდელ პოსტებთან დაკავშირებით, ვინაიდან ბევრ ჩემს კოლეგას მოუწია ჩემს პოსტებზე კომენტარის გაკეთება, პრესკონფერნციების ჩატარება ა. შ. თუმცაღა, ვთვლი რომ მე თვითონ გავაკეთო განმარტებები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვწერ აქტიურად თქვენთვის უკვე ცნობილ საკითხებზე. კოლეგების განმარტებით ქვეყანაში არ არის შესაბამისი პრობლემური მდგომარეობა. და თუ ასე მოხარული ვარ .თუმცაღა, მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო შემდეგ საკითხებზე:

  1. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებლები სამწუხაროდ არ მიმართავენ ნარკოლოგიურ კლინიკებს, ვინაიდან არ თვლიან რომ აქვთ პრობლემა და მოიხმარენ ამ ნივთიერებს რეკრიაციული მიზნით.
  2. ეს ადამინები ორ შემთხვევაში ხვდებიან სტაციანრებში: მაშინ, როდესაც ვითარდება სიცოცხლისთგვის საშიში მდგოამრეობა და/ან ვითარდება ფსიქოზი, შესაბამისად ხვდებიან ფსიქატრიულ სტაციანრებში, სადაც ნარკოლოგიური დიაგნოზი არ ისმება. ანუ საქმე გვაქვს ორმაგ დიაგნოზთან, სადაც წამყვანი არის ფსიქოზური მდგოამრეობა
  3. არცერთი ფსიქოაქტიური ნივთიერება არ არის კონტროლირებადი და შესაბამისად აღნიშნული ნივთიერების რაობის დადგენა არსად არ ხდება. ამის ფონზე ვითარდება კომატოზური მდგომარეობა და დიგნოზი იწერება, როგორც უცნობი ეტიოლოგიის კომა
  4. აგრეთვე გარდაცავლების შემთხევაში ექსპერტიზის პასუხი გარდაცვალების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით უნდა გაეცეს მხოლოდ ოჯახის წევრებს და არავის აქვს უფლება ამ პასუხის გასაჯაროვების. აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე არ ვიცით რეალურად რა იყო ამ თუ იმ ადამიანის გარდაცვალების მიზეზი
  5. ქვეყანაში ინფორმაციის ერთადერთი წყარო არის თავად მომხამრებელთა თემი, რომელიც იწერს ან იძენს აღნიშნულ ნივთიერებებს. შესაბამისად მხოლოდ ანამნეზური მონაცემების საფუძველზე მომართვიანობის დროს ხდება დადგენა იმის თუ რა ნივთიერება მიიღო. თუმცაღა, არანირი ლაბორატორიულ-კვლევითი დადასტური ვერ და არ ხორციელდება ახალ ფსიქოაქტიური ნივთიერებების ვინაიდან არ არსებობს არანირი ხელსაწყო.
  6. ამოღებული ნივთიერებების ნუსხაში შსს – ის მიერ არასოდეს არ ხდება იმფორმაციის მიწოდება იმასტან დაკავშირებით თუ რა ნივთიერება იყო ამოღებული. ყველგან არის მითითებული, რომ ამოღებულ იქნა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება (ანუ არის გენერალიზებული), ვინაიდან ხშირად ვერ ხერხდება დადგენა რა ტიპის ნივთიერება არის ხელმისაწვდომი დარკნეტში, სადაც აღნიშნული ნივთიერებების შეძენა საკმაოდ ადვილად ხდება სხვადასხვა ინტერნეტ პორტალებზე.
  7. ქვეყანაში არ არსებობს ე.წ „პოიზინგ ცენტრი,“ რომელიც შეტყობინებას გაავრცელებს იმასთან დაკავშირებით თუ რა ნივთირებით მოხდა ადამიანი კომატოზურ მდგოამრეობაში
  8. არ ხდება შავი ბაზრის კვლევა და იმის კონტროლი თუ რა ნარკოტიკია ბაზარზე. შესაბამისად ინფორმაციის გამოჟონვა ხდება ისევ პაციენტების მონაყოლიდან ან ინფორმაცია გროვდება ნარკოლოგიურ სტაციონარებში მოხვედრის შედეგად, ისიც წლის ბოლოს და ეს სისტემაც არ არის საბოლოოდ დახვეწილი. თუმცაღა, არსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეხლა ხდება სისტემის დახვეწა
  9. ქვეყანაში არ არსებობს ზიანის შემცირების სტრატეგია ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით და შესაბამისად არ ხდება საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაზიარება
    მოკელდ აე არის ჩემი განმარტება და კომენტარი თუ დავღალე ან ავაფორიაქე ვინმე ბოდიშ ვიხდი
    თუმცა ვთვლი რომ საჭიროა ,რომ საზოგადოებას ქონდეს ის მინიმალური ინფორმაცია რაც ეხება ქვეყანაში ვითარებას. მადლობთ ყურდღებისათვის.“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები