LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ სთხოვა ლაშა გურგენიძემ საყვარელ ქალს ხელი ქორწინებიდან 2 წლის შემდეგ

9343
lashagurgenidze

მსახიობი ლაშა გურგენიძე „სარკეს“ ესაუბრება იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტა, საყვარელი ქალისთვის ხელი ქორწინებიდან ორი წლის შემდეგ ეთხოვა. შეგახსენებთ, რომ ეს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალზე მოხდა. ლაშამ გოგონას უთხრა: „მიყვარხარ ცამდე, მზად ხარ, გამიძლო მთელი ცხოვრება?“, რაზეც საყვარელი ქალისგან დადებითი პასუხი მოისმინა.

ლაშა გურგენიძე:

„ჩვენ გაცნობიდან ოთხი წელი შეყვარებულები ვიყავით, შემდეგ ხელი მოვაწერეთ, ვგეგმავდით ჯვრისწერას და ძალიან ლამაზი, განსხვავებული ქორწილის გადახდას. ეს ქორწილი თეატრში უნდა გადაგვეხადა, მაგრამ გამოცხადდა პანდემია და ქორწილამდე ორი დღით ადრე, როცა ყველაფერი ბოლო მიზანსცენამდე მოფიქრებული გვქონდა თავისი სამოსით და ყველა ატრიბუტით, ჩაგვკეტეს და ჩაგვეშალა. ორი წელია, ველოდებით, როდის შევძლებთ ჩვენი ჩანაფიქრის განხორციელებას…

ჩემი სიყვარული ძალიან ძლიერია, მართლა ცამდე მიყვარს, როგორც მოდიდებული მდინარე, ისე მავსებს. სულ მინდა, სიურპრიზები მოვიწყო, ხმამაღლა ვუთხრა, რომ ძალიან ძვირფასია ჩემთვის, ამიტომ ჩავიფიქრე, ეს დღე დღესასწაულად მექცია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები