10 მარტს იტალია წითელ ზონად გამოცხადდა. იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან დაკავშირებული საკარანტინო ზომები მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება.
სამწუხაროდ, ხელისუფლბამ ეს ნაბიჯი ძალიან გვიან გადადგა.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის 60 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 5 560-ია.
იტალიის ჯანდაცვა ამ დრომდე მსოფლიოში წარმატებულად მიიჩნეოდა, თუმცა ვირუსთან ბრძოლაში მათ ბევრი შეცდომა დაუშვეს. იტალიელების დასახმარებლად ჩინელი ექიმები ჩავიდნენ, თუმცა მათი ერთობლივი მცდელობა, დაამარცხონ ვირუსი, ჯერჯერობით შედეგიანი ვერ არის.
იმაში გასარკვევად, თუ რა შეცდომები დაუშვეს იტალიელებმა, მოვლენებს თანმიმდევრულად მივყვეთ.
იტალიაში პირველი შემთხვევის დადასტურებამდე ერთი თვით ადრე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა კორონავირუსთან საბრძოლველად სპეციალური ჯგუფი შექმნა.
იტალია პირველი ევროპული ქვეყანა იყო, რომელმაც ჩინეთთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა.
თუმცა, პირდაპირი რეისების შეჩერებამ, შესაძლოა, მოგზაურები წაახალისა, რომ იტალიაში ტრანზიტული რეისებით ჩასულიყვნენ და არ გაემჟღავნებინათ, რომ ჩინეთიდან ჩამოვიდნენ.
იტალიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად 20 თებერვალს დადასტურდა, როდესაც 38 წლის კაცმა საკუთარი ინიციატივით ლომბარდიის რეგიონის ერთ-ერთ კლინიკას მიმართა და გამოკვლევის შედეგად ვირუსი დაუდასტურდა. პირველი იტალიელი გერმანელი ტურისტისგან დაინფიცირდა.
იტალიის ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პირველი შემთხვევის დადასტურებამდე კარგა ხნით ადრე ვირუსი იტალიაში უკვე ტრიალებდა.
„ეს სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც ჩვენთან გრიპის შემთხვევები პიკს აღწევდა და ადამიანებს გრიპის სიმპტომები აღენიშნებოდათ“, – აცხადებს ადგილობრივი ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელი.
ცარიელი იტალია: უჩვეულო სანახაობა და ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს სჭირდება (ფოტოები)
ვირუსის სწრაფად გავრცელების ერთ-ერთი ფაქტორი, შესაძლოა, იტალიის მოსახლეობის ასაკი იყოს.
იტალიის პოპულაცია ევროპაში ყველაზე ასაკოვანია. მოსახლეობის 23% 65-ის, ან მეტი წლისაა. ქვეყანაში მედიანური ასაკი 47,3-ია, მაგალითისთვის აშშ-ში – 38,3. იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა საშუალო ასაკი, ნაციონალური ჯანდაცვის ინსტიტუტის მონაცემებით, 81 წელია. ასაკოვანი ადამიანები კი კორონავირუსის რისკჯგუფში არიან. მაგალითად, ჩინეთში დაღუპულთა დაახლოებით 80% 60 წელს გადაცილებული იყო.
იტალიაში ახალი კორონავირუსით 30 სასულიერო პირი გარდაიცვალა
ახალი კორონავირუსით იტალიაში ბოლო 24 საათში თითქმის 800 ადამიანი გარდაიცვალა.
მედიკოსები ამბობენ, რომ ვირუსის ასეთი მასშტაბით გავრცელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იტალიელების ცხოვრების წესია. თითქმის ყველა მათგანი დილას კაფეში ყავის სმით იწყებს და ყელა მათგანი რესტორანში ვახშამს ანიჭებს უპირატესობას. ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სხვადასხვა ზედაპირზე ვირუსი გადასარევად გრძნობს თავს და დეზინფექციის არჩატარების შემთხვევაში, შეუძლია რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღის განმავლობაში იცოცხლოს და დააინფიციროს ადამიანები.
ვირუსის ასეთი მასშტაბით გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი ჯანდაცვაში ჩადებული ნაკლები ინვესტიციებია.
იტალიის ცენტრალური ჯანმრთელობის სამსახური პაციენტებს უფასო მკურნალობას სთავაზობს. თუმცა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ჩადებული ინვესტიციები მშპ-ის 6,8%-ია, რაც ჩამორჩება სხვა ევროპული ქვეყნების, მაგალითად, საფრანგეთისა და გერმანიის მაჩვენებლებს.
„ჩვენ მზად არ ვიყავით. არ გვყავს საკმარისი რაოდენობის ექიმები, არ გვაქვს გეგმა პანდემიისთვის“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
ექსპერტთა ნაწილს მიაჩნია, რომ ვირუსმა იტალიაში ქმედითი ნაბიჯების დაწყებამდე კარგა ხნით ადრე შეაღწია და ქვეყანაში შეუმჩნევლად გავრცელდა.
დღეს იტალიის მთავრობამ აშშ-ის თავდაცვის მინისტრს მარკ ესპერს კორონავირუსთან გამკლავების მიზნით სამხედრო დახმარებას სთხოვს.
იტალიის თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ კოლეგას კრიტიკული სამედიცინო აღჭურვილობის, მათ შორის ნიღბებისა და სასუნთქი აპარატებით დახმარება სთხოვა.
გარდა ამისა, იტალიის მთავრობას სურს, ქვეყანაში განლაგებული აშშ-ის სამხედროები მათ სამედიცინო პერსონალითა და საველე ჰოსპიტლებით დაეხმარონ.
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა 99%-ს სხვა დაავადებაც ჰქონდა
კორონავირუსით გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 79.5 წელია.
იტალიელები მთელს მსოფლიოზე ნაწყენიები არიან და ამას არც მალავენ. მათი თქმით, როდესაც ყველაზე მეტად გაუჭირდათ, მათ მთელმა მსოფლიომ ზურგი აქცია.