LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ყიდულობს ეროვნული ბანკი დოლარს – გვენეტაძის განმარტება

167
59c9a45745d2a027e83dd70a

ეროვნულმა ბანკმა უნდა ნახოს ის ბალანსი, რომლითაც მიზანი იქნას მიღწეული, რომ გრძელვადიან პერიოდში ლარი იყოს სტაბილური და ამავე დროს რეზერვები ჰქონდეს ქვეყანას, რათა პოტენციურ რისკებს გაუმკლავდეს,-ამის შესახებ ერვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სავალუტო რეზერვების ზრდა ეროვნული ბანკისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც ეს მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის რისკ -პრემიუმის შემცირებაში, რომლის შემდეგაც მცირდება ის ფასი, რომლითაც საქართველოს ეკონომიკის აგენტები სესხულობენ უცხოური ბაზრებიდან.

„რაც შეეხება იმ პოლიტიკას, რომელსაც ეროვნული ბანკი ატარებს ჩვენი ძირითადი მიზანი არის კურსის სტაბილურობა გრძელვადიან პერიოდში, მოკლევადიან პერიოდში შესაძლებელია იყოს რყევები. ამ შემთხვევაში ეროვნულმა ბანკმა უნდა ნახოს ის ბალანსი, რომლითაც ის მიზანი გრძელვადიან პერიოდში ლარი იყოს სტაბილური და ამავე დროს საკმარისი რეზერვი ჰქონდეს ქვეყანას რათა პოტენციულ რისკებს გაუმკლავდეს არის მნიშვნელოვანი, სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს ეროვნული ბანკი”,-აცხადებს გვენეტაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები