LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაზე მიანიშნებს ლაქები ფრჩხილებზე? – გიორგი ღოღობერიძის განმარტებები

1249
page

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ,,ფეისბუქ-ლაივში განიხილა ფრჩხილებზე თეთრი ლაქების არსებობის ყველაზე ხშირი და გავრცელებული მიზეზები.

რაზე შეიძლება მიანიშნებდეს ფრჩხილებზე თეთრი და შავი ლაქების არსებობა? არის თუ არა ეს ლაქები რომელიმე დაავადების ან რაიმეს ნაკლებობის მანიშნებელი?

ფრჩხილზე თეთრი წერტილოვანი ლაქები ლეიკონიქიებია. ეს წერტილები თითქმის ყველა ადამიანს აქვს, მათ შორის ჯანმრთელსაც. მსგავსი ტიპის წერტილების გაჩენას ყველაზე ხშირად ფრჩხილის ტრავმა იწვევს.  ის შეიძლება წარმოიქმნას მაშინაც, როცა ადამიანი ფრჩხილებს იკვნეტს.  თუ პიროვნებას ფრჩხილზე ტრავმა არ მიუღია,  მაშინ, მათი არსებობის  ყველაზე გავრცელებული მიზეზი თუთიის ან რკინის ნაკლებობაა;  თეთრი ლაქების გაჩენა ასევე შეიძლება გამოიწვიოს B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტმა, ფსიქოგენურმა სტრესმა, გულის დაავადებებმა, ნებისმიერმა იმ დაავადებამ, რომელიც იწვევს ცილების დეფიციტს (მაგ. ციროზი, თირკმლის დაავადებები) და პნევმონიამ.

ფრჩხილზე თეთრი ხაზები სტრიატული ლეიკონიქიაა.  თუ ეს ხაზები ფრჩხილის ზრდასთან ერთად ადგილს იცვლის, უნდა ივარაუდოთ, რომ ორგანიზმი მოწამლულია საშიში ნივთიერებებით, მაგ. ტყვიით, დარიშხანით.  ამ შემთხვევაში შეიძლება საქმე გქონდეთ ქრონიკულ ტყვიით ინტოქსიკაციასთანაც კი, რისი ნიშნებიც თეთრ ხაზებთან ერთად არის: თავისა და მუცლის ტკივილი, მეხსიერების დაქვეითება, თითებში დაბუჟების შეგრძნება. მსგავსი ტიპის თეთრი ხაზების გაჩენას იწვევს თირკმელების დაავადებებიც. თუ ეს ხაზები მხოლოდ ოთხ თითზე გაქვთ და ცერაზე არა და ფრჩხილის ზრდასთან ერთად არ მოძრაობს, ხოლო მასზე დაწოლისას ქრება, მაშინ ცილის დეფიციტი გაქვთ.

შავი, ვერტიკალურად განლაგებული ხაზები/წერტილები, რომლებიც ტრავმას არ უკავშირდება სპრინტელური ჰემორაგიებია. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს გულის სარქველების დაავადებით, კერძოდ ანთებით. ასეთ წერტილებს ასევე იწვევს სკლეროდერმია, ჰემატოლოგიური სიმსივნე და სხვ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები