LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვუშველოთ ხვრინვასა და წელის ტკივილს ბალიშის გამოყენებით – გიორგი ღოღობერიძის რჩევები

446
გიორგი-ღოღობერიძე

გადაცემა „მთავარი დიაგნოზის“ წამყვანმა ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში იმ დაავადებებსა და სიმპტომებზე ისაუბრა, რომლის დროსაც იდეალურია ბალიშის გამოყენება:

„საქმე არა ბალიშში, არამედ მისი მოხმარების მექანიზმშია. პირველი ეს გახლავთ წელის ტკივილი, რაც დაახლოებით მოსახლეობის 40 პროცენტს აწუხებს. უმეტესად ამის მიზეზი არის სიმძიმეების აწევა, რადგან მალთაშუა დისკები იჭყლიტება, რაც იწვევს ტკივილს. როცა ჩვენ წელი გვტკივა, შეგვიძლია ბალიში მოვათავსოთ მუხლებს შორის, მწოლიარე მდგომარეობაში, რაც ამსუბუქებს ადამიანის მდგომარეობას. დილას შესაძლოა, ტკივილი საერთოდ გაქრეს.

ასევე ხშირია საჯდომი ნერვის პათოლოგიები, ის სხვადასხვა დაავადებების დროს ზიანდება და დიდია წელისა და ფეხის, ასევე ტერფის ტკივილი. იგივე შემიძლია ვთქვა მუხლების ტკივილზე, ბალიშის მოთავსება მუხლებს შორის, ასევე ძალიან ეფექტურია.

მენჯ-ბარძაყის ტკივილი ასევე ძალიან გავრცელებული ჩივილია, იგივე გზით შეგვიძლია მოვაგვაროთ ეს პრობლემაც. თუ საყლაპავის ტკივილი გვაქვს, რაც მაღალია ბალიშის პოზიცია თავქვეშ, საყლაპავი ამ დროს ზევით ექცევა, კუჭი ქვევით და ტკივილი ქრება.

კიდევ ერთი, ეს არის ხვრინვა, ძილის აპნოე, ხვრინვა მეტად გამოხატულია ზურგზე წოლისას, თუ ჩვენ ბალიშს მუხლებს ქვევით დავიდებთ, გვერდითა პოზიციით დავიძინებთ, ხვრინვაც შემცირდება“ – ამბობს ღოღობერიძე.

8 საკვები, რომლის მიღებაც უზმოზე არ შეიძლება, თუ გინდა, რომ ჯანმრთელი იყო – გიორგი ღოღობერიძის რჩევა

ვიდეო: „3 დაავადება, რომელსაც კონდიციონერი იწვევს და როგორ მოაგვარო ისინი?” – რას გვირჩევს გიორგი ღოღობერიძე

ვიდეო: „ბავშვები არ გააკაროთ“ – ექიმ გიორგი ღოღობერიძის რჩევა მშობლებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g