რეანომობილი რაჭას – ამ სახელწოდებით ინტერენტში პეტიცია გამოჩნდა, რომლის ადრესატიც საქართველოს მთავრობა, საქართველოს პრეზიდენტი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა.
როგორც პეტიციაშია ნათქვამი, ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოს არ ჰყავს კატასტროფის ჯგუფი, რის გამოც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ექმნება.
სწორედ, რამდენიმე დღის წინ, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი და მართვითი სუნთქვის აპარატზე შეერთებული 16 წლის მოზარდი, კატასტროფის ბრიგადამ ამბროლაურიდან თბილისში ვერ გადმოიყვანა. დაგვიანდა მისი ქუთაისში ტრანსპორტირებაც. გაირკვა, რომ რაჭის რეგიონს კატასტროფის ეკიპაჟი ცალკე არ ჰყავს, ლენტეხიდან გამოძახებული რეანომობილი კი, მწყობრიდან გამოსული აღმოჩნდა.
მოზარდის ჯანრმთელობის მდგომარეობა ახლაც კრიტიკულია.
16 წლის მოზარდი, რომელიც ამბროლაურიდან გაფუჭებული რეანომობილით ქუთაისში ძლივს გადაიყვანეს, კომაშია
მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 124-ე საჯარო სკოლა აქვეყნებს ამბავს
“რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის, კერძოდ, ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოს არ ჰყავს კატასტროფის ჯგუფი, რის გამოც პრობლემა ექმნება (და არა ერთხელ უკვე შექმნია) ადამიანის სიცოცხლეს. ამბროლაურის და ონის საავადმყოფოებს არ აქვს მრავალფეროვანი კვლევების ჩატარების საშუალება, ასევე არ ჰყავს სხვადასხვა პროფილის სპეციალისტი და არ აქვს სხვადასხვა საჭირო განყოფილება, რის გამოც ხშირად პაციენტები გადამისამართებულნი არიან სხვადასხვა კლინიკაში, სადაც საჭირო მომსახურებას უწევენ მათ. ბოლო შემთხვევამ ნათლად დაგვანახა რომ სხვა რაიონიდან გამოძახებული რეანომობილის დაგვიანებამ გაართულა ისედაც მძიმე მდგომარეობა, საქმე ეხება 16 წლის მოზარდს, რომელიც ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია.
რეანომობილის აპარატურის მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო
რაჭიდან გაფუჭებული რეანომობილით ქუთაისში ძლივს გადაყვანილი 16 წლის მოზარდის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
უმეტესად პაციენტის მდგომარეობა დამოკიდებულია სწრაფ რეაგირებაზე, რომ მაქსიმალურად ეფექტური იყოს მისთვის გაწეული დახმარება, ამიტომაც საჭიროა ადგილზე იყოს კატასტროფის ჯგუფი, კვალიფიციური კადრებით და მოწესრიგებული ავტომობილით, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს რეაგირება.
ვთხოვთ ყველა შესაბამის უწყებას, გამოეყოს ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტებს რეანომობილის ჯგუფები, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტების დროულ და ეფექტურ მომსახურებას.” – წერია პეტიციაში.