LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რემდესივირი“ აბსოლუტურად არაეფექტურია – ზაზა თელია

197
zazatelkia20111

რატომ რთულდება კორონავირუსი ახალგაზრდა ადამიანებში, რა თანმხლები დაავადებები არის განსაკუთრებით საყურადღებო, როგორია კოვიდის მართვის პროტოკოლი მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში და რა უნდა ვიცოდეთ „რემდესივირის“ შესახებ. ამ თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ მტკიცებითი მედიცინის ცენტრის დამფუძნებელმა, დერმატო-ვენეროლოგმა, ზაზა თელიამ ისუაბრა.

ზოგადად ამ ინფორმაციას მე ვაფასებ, როგორც მტკიცებითი მედიცინის ცენტრის დამფუძნებელი. იმისათვის, რათა კომპეტენტური აზრი გამოთქვას, პირველ რიგში საჭიროა ექიმი ერკვეოდეს მტკიცებით მედიცინაში. თუ ის ვერ ერკვევა მტკიცებით მედიცინაში, ექიმს არა აქვს შეფასების უნარი და ეს მის პრაქტიკულ მუშაობაზეც აისახება.

მე, როგორც მტკიცებით მედიცინაში ჩახედული ექიმი ვამბობ, რომ „რემდესივირი“ არაეფექტურია და ვინც ჩახედულია ამ საკითხში, მათთვის ეს ნათელია. პრეპარატი არ არის ეფექტური და მეტსაც გეტყვით – კვლევა, რომლის საფუძველზეც პირველად მოხდა გაჟღერება იმისა,  რომ თითქოს „რემდესივირმა“ შედეგი აჩვენა, ნაგავში გადასაგდები კვლევაა. მასში დაფიქსირდა სერიოზული ინტერესთა კონფლიქტი და ტენდენციურობა მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ჩაატარა აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალურმა ინსტიტუტმა, რომელსაც ენტონი ფაუჩი ხელმძღვანელობს. ვისაც შეუძლია კვლევის კრიტიკული შეფასება დაინახავს ამას. ზოგადად,  კვლევს ჩატარება იმას არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად მედიკამენტის ეფექტიანობას დაამტკიცებს. კვლევა, რომელიც ჩატარდა ამ პრეპარატზე, შეურაცხყოფას წარმოადგენდა სფეროს პროფესიონალების და იმ ადამიანებისთვის, ვინც თვალყურს ადევნებს და ანალიზს უკეთებს სამედიცინო კვლევებს. იმის გამო, რომ „რემდესივირის“ ეფექტურობაზე პირდაპირ ოვალური კაბინეტიდან ისაუბრა, ენტონი ფაუჩი კრიტიკის ქარ-ცეცხლშიც გაატარეს. მან პირდაპირ თეთრი სახლიდან გამოაცხადა ეს მედიკამენტი მკურნალობის სტანდარტად მაშინ, როდესაც არ ჰქონდა მისი ეფექტურობის დამადასტურებელი საფუძვლიანი ტკიცებულებები. შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ ეს კვლევა იქნა გაყალბებული, რადგან მოხდა საბოლოო შედეგის შეცვლა და იმის გამო, რომ ამ მედიკამენტს მწვანე შუქი აუნთო, დიდი ალბათობით ენტონი ფაუჩის პასუხისგება მოუწევს. რას ნიშნავს კვლევის საბოლოო შედეგის შეცვლა? სანამ კვლევა დაიწყება, კვლევის დამფინანსებელმა ან მწარმოებელმა ორგანიზაციამ უნდა შეიტანოს განაცხადი და დაასახელოს კვლევის წარმოების მიზეზი,  ანუ უნდა თქვას  თუ რას ეძებს ის. „რემდესივირის“ შემთხვევაში კვლევის დასაწყისში მიზანი იყო იმის დადგენა, ამცირებს თუ არა პრეპარატი სიკვდილიანობას კოვიდპაციენტებში. კვლევის შუაში მოხდა პირველადი შედეგების და კვლევის მიზანის შეცვლა. მათ თქვეს: „ჩვენ ვეძებთ არა სიკვდილიანობის შემცირების მაჩვენებელს, არამედ გვაინტერესებს ამცირებს თუ არა „რემდესივირი“ იმ დღეების ხანგრძლივობას, როდესაც ადამიანს აქვს სიმპტომები“. აღმოჩნდა, რომ „რემდესივირი“ ორი დღით ამცირებს ვადას, როდესაც ადამიანს აქვს სიმპტომები. ეს ხომ სასაცილოა. ამის შემდეგ მოხდა სისტემური მიმოხილვის და მეტაანალიზის ჩატარება, ეს მტკიცებით მედიცინაში არის მწვერვალი, ყველაზე სარწმუნო რაც კი შეიძლება არსებობდეს თანამედროვე მედიცინაში. მეტაანალიზმა და სისტემურმა მიმოხილვამ  უჩვენა, რომ რემდესივირი არათუ სიკვდილიანობას ამცირებს, ის არც სიმპტომების ხანგრძლივობას ამცირებს, ანუ რემდესივირი აბსოლუტურად არაეფექტურია. სამწუხაროა, რომ ის საქართველოში შემოდის, თუმცა იმედის ვიტოვებ, რომ პრეპარატი კვლევების ფარგლებში შემოდის ჩვენთან და სახელმწიფოს მასში ფული არ გადაუხდია.

გადაცემა ვრცლად…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები