LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვითარება გაურკვეველი და დაძაბულია“ – კარდიოლოგიური სამსახურის უფროსი

187
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (4)

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვითარება გაურკვეველი და დაძაბულია. ჩვენი პროტესტი მიმართულია იმისკენ, რომ გავიგოთ კლინიკის ბედი, რომ პასუხისმგებელმა პირმა ჯანდაცვის სამინისტროდან გაგვაცნოს კონკრეტული გეგმა ხედვა და კონცეფცია“ – ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა განაცხადა.

კარდიოლოგიური სამსახურის უფროსი, ნინო ოთარიშვილი გადაცემაში „დღის თემა“ ამბობს, რომ კლინიკის თანამშრომლებს კონკრეტულ კითხვებზე პასუხს არავინ სცემს და ინფორმაციას მხოლოდ ტელევიზიებიდან იღებენ. ნინო ოთარაშვილი ამბობს, რომ ჯანდაცვის მინისტრის დაპირება თანამშრომლებში უნდობლობას იწვევს.

„ჩვენ გვაქვს კითხვები როგორ უნდა მოხდეს საავადმყოფოს რეაბილიცატია, დემონტაჟი, თუ ახალი კორპუსის აშენება. რა ვადებზეა საუბარი. როგორ და სად უნდა მოხდეს 1000 თანამშრომლის დასაქმება და მათთვის ხელფასების შენარჩუნება. სკეპტიკურად ვუყურებთ ჯანდაცვის მინისტრის დაპირებას. ვერ ვენდობით სანამ კონკრეტული გეგამ არ იქნება წარმოდგენილი. ჩვენ პასუხებს მოკლე მესიჯების სახით ვიღებთ მხოლოდ სატელევიზიო გამოსვლებიდან. არცერთ კითხვაზე არავის პასუხი არ აქვს, მათ შორის არც ადმინისტრაციას“ – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური სამსახურის უფროსმა გადაცემაში „დღის თემა.“

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილას ახალი კლინიკის მშენებლობის პერიოდში სამედიცინო პერსონალი სხვა კლინიკებში გადანაწილდება, თანამშრომლები იმუშავებენ იმავე პოზიციებზე და შეუნარჩუნდებათ იმავე რაოდენობის ანაზღაურება.ამასთან, როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ანაზღაურება შეუნარჩუნდებათ სამედიცინო პერსონალის იმ ნაწილსაც, ვისი სხვა კლინიკაში გადაყვანაც ამ პერიოდის განმავლობაში ვერ მოხდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g