LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რევიზია ან გადახედვა ამომრჩეველთა ნების გამოხატვის გამორიცხულია” – გიორგი ამილახვარი ოპოზიციასთან მოლაპარაკებისას ახალი არჩევნების დანიშვნას გამორიცხავს

167
BeFunky-collage (9)

დიპლომატების შუამავლობით გამართული პირველი მოლაპარაკება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კონკრეტული გადაწყვეტილებების გარეშე დასრულდა. ახლა მთელი ყურადღება მიმართულია მოლაპარაკების მეორე რაუნდისკეს, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება.

“თალაკვაძეს ხურჯინი გავატანეთ მოთხოვნებით, გადამწყვეტი იქნება მეორე შეხვედრა” – ალეკო ელისაშვილი მოლაპარაკების მორიგი რაუნდის შესახებ

“ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ მზად არიან სხვადასხვა სამართლებრივ საკითზე საუბრისათვის, თუმცა ახალი არჩევნების დანიშვნა გამორიცხულია. საკითხზე  “ქათული ოცნების” წევრმა  გიორგი ამილახვარმა რადიო “ფორტუნას ეთერში, გადაცემა “რეალურ დროში” ისაუბრა.

“ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან ჩვენს ოპონენტებთან და განვიხილოთ ყველა საკითხი, რომელიც მათ აინტერესებს. 31 ოქტომბერს მისმა უზენაესმა ქართველმა ხალხმა არჩევანი დააფიქსირა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში, შესაბამისად, ამ ნაწილში რომ მოხდეს რევიზია ან გადახედვა ამომრჩეველთა ნების გამოხატვის გამორიცხულია. არჩევნები საერთაშორისო პარტნიორების და დამკვირვებლების მიერ არის აღიარებული, შესაბამისად ამ ნაწილში ვერანაირ წინაპირობას ვერ მივიღებთ ჩვენი ოპონენტებისგან.

“არანაირ მეორე ტურებზე არ არის საუბარი”- დაწყებული მოლაპარაკების ფონზე, ლევან კობერიძე მეორე ტურებში ოპოზიციის მონაწილეობას გამორიცხავს

ჩვენ შეგვიძლია ერთი დავადასტუროთ – ნებისმიერ იმ სამართლებრივ პირობებში, რაც ჩვენს ოპონენტებს აინტერესებთ არჩევნების შედეგებთან, კონკრეტული უბნების გადათვლასთან, ხარვეზებთან და გადაცდომებთან დაკავშირებით, მზად ვართ საუბრისთვის. ქვეყანაში არსებობს სამართლებრივი მექანიზმები, ის კითხვის ნიშნები, რომლებიც აქვთ ჩვენს ოპონენტებს სამართლებრივ ჭრილში მოლაპარაკების მაგიდასთან „ქართული ოცნება“ მზად არის განიხილოს. “ – განაცხადა გიორგი ამილახვარმა გადაცემა “რეალურ დროში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები