LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არანაირ მეორე ტურებზე არ არის საუბარი”- დაწყებული მოლაპარაკების ფონზე, ლევან კობერიძე მეორე ტურებში ოპოზიციის მონაწილეობას გამორიცხავს

134
BeFunky-collage (6)

არჩევნების მეორე ტური საქართველოში 21 ნოემბერს უნდა გაიმართოს. ოპოზიციამ არჩევნებიდან მეორე დღესვე გამოაცხადა, რომ მასში მონაწილეობას არ აპირებს. უცნობია იყო თუ არა საუბარი კონკრეტულად ამ საკითხზე ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით გამართულ შეხვედრაზე, თუმცა მეორე ტურებში მონაწილეობას გამორიცხავენ “ლელოში.”

პარტიის მაჟორიტარ-დეპუტატობის კანდიდატი ვაკეში, ლევან კობერიძე ამბობს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მთავარი თემა ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩანიშვნაა და იმის მიუხედავად, როგორ წარიმართება დიალოგის პროცესი, ოპოზიცია მეორე ტურებში მონაწილეობას არ განიხილავს.

“ძალიან დამაჯერებლად არის ოპოზიცია შეთანხმებული, რომ ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის განმეორებითი ან რიგგარეშე არჩევნები, შესაბამისად არანაირ მეორე ტურებზე არ არის საუბარი და არ მგონია რომ ამ ერთ კვირაში ეს საკითხი დაიძრას ან რამე შეიცვალოს” – განაცხადა ლევან კობერიძემ რადიო “ფორტუნას” ეთერში, გადაცემა “რეალურ დროში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g