LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიკოთის მთლიანი მონაკვეთის დასრულება გადავადდა

77

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, რიკოთზე 800-კილომეტრიანი ავტობანი, დაგეგმილი რაოდენობის ხიდები და გვირაბები ნამდვილად აშენდება, უბრალოდ სავარაუდოდ, დროში გადაიწევს.

ასე უპასუხა ციქტიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის შესაბამის კითხვას, რომელმაც მთავრობა პროექტების განხორციელების ვადების დარღვევის გამო გააკრიტიკა. გოცირიძე დაინტერესდა, რეალურად აშენდება თუ არა 800 კილომეტრიანი ავტობანი რიკოთზე და 50+50 ხიდი და გვირაბები.

“აშენდება ბატონო რომან. რაც შეეხება ხიდებს და გვირაბებს, თქვენ მხოლოდ რიკოთის მონაკვეთზე ასაშანებელი ხიდების და გვირაბების რაოდენობა ჩამოთვალეთ, რომელიც მეტია იმაზე, რაც დაასახელეთ. რიკოთი შედგება 4 ლოტისგან, მათგან ერთზე უკვე გამოცხადდა ტენდერი სამშენებლოდ. რაც შეეხება კონკრეტულად რიკოთის მონაკვეთის მშენებლობას, გეგმა იყო რომ 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, უბრალოდ ახლა ვამბობთ, რომ რიკოთის მთლიანი მონაკვეთის დასრულება 2022 წელს გადავა. დანარჩენი მონაკვეთები ასევე არის გამზადებული ტენდერისთვის და წელსვე იქნება გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებები“, – განაცხადა ციქტიშვილმა და დასძინა, რომ ზოგადად, საუბარია მხოლოდ პროექტების 1-2 წლიან გადავადებებზე და არა 10 წლიანზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები