LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის გზასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

568
fot (1)

„პარტია „ლელო“ რიკოთის გზასთან დაკავშირებით მორიგ ტყუილს ავრცელებს“, – ამის შესახებ განცხადებას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს და რიკოთის მაგისტრალური გზის შესახებ, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერით გასულ სიუჟეტს ეხმაურება, კერძოდ, პარტია „ლელოს“ ბრალდებებს, რომელსაც დეპარტამენტი სიცრუეს უწოდებს.

„პოლიტიკური პარტიის მხრიდან რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობასთან დაკავშირებულ ტყუილ ბრალდებებს უკვე კამპანიური ხასიათი აქვს, ხოლო ტელეკომპანია უზრუნველყოფს ამ ცრუ ბრალდებების ცალმხრივად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის პოზიციის გარეშე, გაშუქებას.

აბსოლუტური ტყუილია, თითქოს რიკოთის გზის ზესტაფონის (სოფელ ფუთთან არსებულ) მონაკვეთზე სამუშაოებს იტალიური კომპანია „ასტალდი“ აწარმოებდა. იტალიური კომპანია, რომელთანაც საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხელშეკრულება ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შეწყვიტა, მუშაობდა ჩუმათელეთი-ზემო ოსიაურის მონაკვეთზე, რომელიც დაახლოებით 50 კმ-ით არის დაშორებული სოფელი ფუთიდან.

როგორც გასულ ორშაბათს განვმარტეთ, გვირაბების ბურღვის მეთოდით გაყვანა, პროექტის განვითარების არცერთ ეტაპზე არ განხილულა. პროექტის მიხედვით, გვირაბების გაყვანა, თავიდანვე,

ე.წ. NATM მეთოდით, ბურღვა-აფეთქებით, იყო გათვალისწინებული. იტალიურ კომპანიასთან ხელშეკრულება 2018 წელს შეწყდა, ხოლო 2022 წელს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა

კომპანიასთან წარმოებული დავა, საერთაშორისო არბიტრაჟში მოიგო და სახელმწიფოს უკვე დაუბრუნდა 70 მილიონი ლარი.

ასეთივე აბსურდულია გავრცელებული ინფორმაცია იაპონურ კომპანიასთან დაკავშირებით. არანაირი
იაპონური კომპანია რიკოთის რომელიმე მონაკვეთის მშენებლობაში ჩართული არ ყოფილა და შესაბამისად, არც უარი არ უთქვამს.

რაც შეეხება, სოფელ ფუთის მოსახლეობის წუხილებს, გასული კვირის ხუთშაბათს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება. განცხადებაში დაწვრილებით იყო მოცემული ინფორმაცია სოფელში მდებარე საცხოვრებელი სახლების ტექნიკური მდგომარეობისა და ვიბრაციების მაჩვენებლის დადგენის მიზნით, რამდენიმე წლის განმავლობაში ჩატარებული არაერთი კვლევის შესახებ.

კვლევებით არ დადგინდა საცხოვრებელ სახლებზე მშენებლობის ზემოქმედება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ნათელია, რომ როგორც პოლიტიკური პარტიის, ისე ტელეკომპანიის მხრიდან, ტყუილი ბრალდებების გავრცელების ერთადერთი მიზანი, პროექტის და სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები