LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა დავწერე, რომ ნინო ნადირაძე პროფესიონალია, გადამიარეს, მტკიცედ ვიყავი და ვარ ჩემს პოზიციაზე“ – გიორგი ფხაკაძე

457
Untitled design (2)

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებას, რომლითაც ის კლინიკა „ვივა მედის“ გენერალურ დირექტორს, ნინო ნადირაძეს მადლობას უხდის.

გიული ალასანია: მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ ნინო ნადირაძეს, „ვივამედის“ ექიმების, ექთნების კმაყოფილი ვარ.. სპეკულაცია ამ თემებზე სრულიად ზედმეტია

გიორგი ფხაკაძე კოლეგას სოლიდარობას უცხადებს და წერს:

„მე როცა დავწერე, რომ ნინო ნადირაძე არის პროფესიონალი, გადამიარეს (ეს კიდევ იოლად არის ნათქვამი)… მაგრამ მაინც, მტკიცედ ვიყავი და ვარ ჩემს პოზიციაზე.

ჩემი შეფასება ყოველთვის არის დაფუძნებული მტკიცებულებაზე, ნეიტრალურობაზე, პროფესიონალიზმსა და კომპეტენციაზე.

დრო გავიდა (როგორც ყოველთვის) ვინ არის მართალი?!

თავად ბატონი მიხეილი და ქალბატონი გიული ამაზე საუბრობენ.

როცა ხმამაღალ, ემოციურ განცხადებებს ვაკეთებთ, უნდა შევაფასოთ ყველა მხარე და არ უნდა ვიყოთ მიკერძოებული.

ქალბატონ ნინო ნადირაძეს, ჩემს კოლეგას, გაძლებას ვუსურვებ და კიდევ ერთხელ მადლობა, რომ ამ რთულ ვითარებაში ინარჩუნებს სიმშვიდეს, პროფესიონალიზმს და კომპეტენტურობას“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

 

ამავე თემაზე:

„მასთან მშვენიერი კომუნიკაცია მაქვს და რომ ვეუბნები, რატომ გვერჩიან-მეთქი, მეუბნება, ნუ მიაქცევ ყურადღებას რასაც წერენ, მე არავისთვის არაფერი დამივალებიაო“ – ნადირაძე სააკაშვილზე

ვიდეო: “რასაც ჭამს ყველაფერს ირგებს…განსაკუთრებით ეკა ხერხეულიძის გაკეთებული საჭმელი მოსწონს” – ნინო ნადირაძე სააკაშვილზე

ნინო ნადირაძე: ქართველი ხალხი მაგონებს “კავკასიური ცარცის წრეს“.. გამიხარდება თუ ის დათმობს, ვისაც ხმას ვაძლევ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g