LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა კაცი ქალს ასე მიმართავს, ეს არის დომინირების ავადმყოფური სურვილით შეპყრობილი მამრის ფანტაზი: გია ხუხაშვილი კობახიძეზე

378
ხუხაშვილი კობახიძე

„მთავარი არხის“ ჟურნალისტზე, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება და განმარტავს, რომ „როცა კაცი ქალს ასე მიმართავს, ეს არის დომინირების ავადმყოფური სურვილით შეპყრობილი მამრის ფანტაზია“.

ვიდეო – „შენ ხარ არახამია, როგორც ის არ არის კაცი, ასევე, შენ არ ხარ ქალი. ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე“: კობახიძე „მთავარი არხის“ ჟურნალისტს

ვიდეო – „არახამია არის არაკაცი… КГБ-შნიკი არის მამათქვენი, ნუ კანკალებ“: ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს დაუპირისპირდა

„ეს უზრდელობა არ იყო. უზრდელად შეიძლება კაცმა კაცს მიმართოს, ან ქალმა ქალს.

როცა კაცი ქალს ასე მიმართავს, ეს არის დომინირების ავადმყოფური სურვილით შეპყრობილი მამრის ფანტაზია…“, – წერს გია ხუხაშვილი.

10-ჯერ უარესი რომ არ გითხრათ, ძალიან გამიკვირდა… თქვენ მიაყენეთ ბინძური შეურაცხყოფა ირაკლი კობახიძეს…კრემლის სასარგებლო იდიოტები ხართ: მამუკა მდინარაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g