LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც მოვა ამის დრო გაიგებთ, მივიღებ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას: კალაძე

41
FORTUNA.GE- (16)

“მომდევნო დღეების და თვეების განმოვლობაში, როდესაც მოვა ამის დრო ყველაფერს გაიგებთ იმასთან დაკვაშირებით მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას თუ არ მივიღებ.” – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ სიცრუის გავრცელება მიზანმიმართულად ხდება.

მერი ამბობს, რომ მას აქვს პასუხისმგებლობა თბილისზე და დედაქალაქის მაცხოვრებლებზე, შესაბამისად, გადაწყვეტილებას ჩუმად არ მიიღებს:

“ამასთან დაკავშირებით გავაკეთე განცხადება და ეს არის არასწორი ინფორმაცია. მიზანმიმართულად ხდება სიცრუის გავრცელება. მომდევნო დღეების და თვეების განმოვლობაში, როდესაც მოვა ამის დრო ყველაფერს გაიგებთ იმასთან დაკვაშირებით მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას თუ არ მივიღებ. მე არასდროს არ გადამიდგას ისეთი ნაბიჯები, რომ მალულად ან ჩუმად ყოფილიყო.

ყველაფერი იქნება ცხადი, როდესაც ამის დრო იქნება. ყველაფერს აქვს თავისი დრო. დღეს ადრეა ამაზე საუბარი, ნუ ვჩქარობთ. მე დიდი პასუხიმგებლობა მაქვს აღებული თბილისზე და თბილისელებზე, ბევრ პროექტებს ვახორციელებ. შესაბამისად, გადაწყვეტილება, როგორიც იქნება მიღებული, გეცნობებათ.” – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები