LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც მთელი მსოფლიო გმობს რუსეთის მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს, “ოცნების” მხრიდან დუმილი დანაშაულია – „სტრატეგია აღმაშენებელი“

36
გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებელი“ რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმიანება.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო რუსეთის მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს გმობს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან დუმილი დანაშაულია:

„რუსეთის მიერ მშვიდობიან მოქალაქეებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა არის ტერორისტული სახელმწიფოს ქმედება და ეს მიუთითებს მის სისუსტეზე. რადგან ფრონტის ხაზზე უკრაინას აქვს წარმატებები, სასოწარკვეთილმა რუსეთმა მიზანში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ამოიღო.

რუსეთის ეს ქმედებები საჭიროებს უმკაცრეს რეაგირებას და აუცილებელია მეტი სამხედრო დახმარება უკრაინისთვის, რომ ამ ქმედებებზე პასუხი იყოს უმკაცრესი.

მაშინ როდესაც, მთელი მსოფლიო, ევროკავშირი გმობს რუსეთის მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს, “ქართული ოცნების” ხელისუფლების მხრიდან დუმილი არის დანაშაული.

ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ თანავუგრძნობთ უკრაინას და გვჯერა, რომ უკრაინა და თავისუფალი სამყარო ბოროტების წინააღმდეგ ომში აუცილებლად გაიმარჯვებს“, – წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრეზიდენტი: შემზარავი ამბავია კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა, მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას!

„პუტინის შეჩერება მეტი იარაღით და არა მხოლოდ სიტყვებით“ – როგორ ეხმიანებიან მსოფლიო ლიდერები კიევზე დღევანდელ შეტევას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g