LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც საუბარია სამხედრო ტექნიკით დახმარებაზე დიდი სიფრთხილე გვმართებს: მიხეილ დაუშვილი

151
1650968735-დაუშვილი (2)

„ჩვენ რუსული აგრესია გამოვლილი გვაქვს, საქართველომ არა ერთხელ გადაიხადა თავისი ფასი, ამიტომ როდესაც საუბარია სამხედრო ტექნიკით დახმარებაზე დიდი სიფრთხილე გვმართებს“, – ასე პასუხობს პარტია „საქართველოსთვის“ წევრი მიხეილ დაუშვილი საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული სამხედრო სისტემების დაბრუნება სთხოვა.

კასიანოვი: უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სისტემების დაბრუნება სთხოვა, მოთხოვნა მოიცავდა „ჯაველინის“ სისტემებსაც

„უკრაინის მოთხოვნა ადეკვატურია, ეს ხალხი ცხელ ომშია ჩართული და ისინი იცავენ არამხოლოდ თავიანთ ქვეყანას, არამედ მთელ ევროპას და მათ შორის საქართველოსაც, ამიტომ გასაგებია მათი მოთხოვნა, თუმცა დიდი სიფრთხილე გვმართებს“, – მიხეილ დაუშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“.

მმართველი გუნდის პოზიციას, რომ უკრაინას საქართველოს ომში ჩართვა დაუშვილი არ ეთანხმება და „ქართული ოცნების“ ნარატივს უწოდებს და ამბობს, რომ საქართველომ უკრაინას ჰუმანიტარულ, პოლიტიკურ ნაწილში ღია და სრული მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს.

გივი მიქანაძე კასიანოვის განცხადებაზე – ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი მცდელობა, რომ საქართველო რაღაცნაირად ამ ომში იყოს ჩათრეული

გია ვოლსკი: კასიანოვი არაადეკვატურია თავის მოქმედებებში და როგორც პიროვნება, შესაფასებელია სწორედ ამ სიტყვით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g