LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის დაბრუნდება Air Astana საქართველოში ჯერ კიდევ უცნობია

75
0a1-72

ყაზახური ავიაკომპანია Air Astana-ს მიერ ყაზახეთსა და საქართველოს შორის რეგულარული ფრენების აღდგენის თარიღი ჯერ უცნობია. ინფორმაციას „ავიანიუსი“ ავრცელებს, რომელიც სამხრეთ კავკასიაში Air Astana-ს გენერალურ მენეჯერს კამილა ჟაილაუბაევას ესაუბრა.

„ჩვენ ვგეგმავთ ფრენების აღდგენას, მაგრამ ეს საკითხი ყაზახურ მხარესთან ერთად უნდა გადაწყდეს. ეს გარკვეულ დროს მოითხოვს“, – განაცხადა სამხრეთ კავკასიაში Air Astana-ს გენერალურმა მენეჯერმა.

Air Astana-ს წარმომადგენელი დადებითად აფასებს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად 1 მარტიდან საქართველოში შემოსვლა ყაზახეთის მოქალაქეებს PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით შეეძლებათ.

შეგახსენებთ, საქართველო რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლის პროცედურებს ამარტივებს. როგორც გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველოში PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შემოსვლა შეეძლებათ: სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, რუსეთის, ყაზახეთის, ბელორუსის მოქალაქეებს. აღნიშნული რეგულაცია ძალაში 1-ელი მარტიდან შედის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები