LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის შედგა კობახიძესა და ივანიშვილს შორის ბოლო საუბარი – რას პასუხობს პარტიის თავმჯდომარე

64
kobaxidze ivaniSvili

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან 2021 წლის 11 იანვარს წავიდა. საზოგადოებამ მის წასვლასთან დაკავშირებით  განცხადება იხილა. ყოფილი პრემიერი დაგვპირდა, რომ ის პოლიტიკაში აღარც დაბრუნდებოდა და არც ჩაერეოდა.

ოპოზიციამ მისი სიტყვების არ დაიჯერა. დღემდე საუბრობენ, რომ ქართულ პოლიტიკაში მისი უხილავი ხელი იგრძნობა.

თემა დღემდე აქტუალურია. მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ივანიშვილთან 8 თვეა კომუნიკაცია აღარ ჰქონია.

კითხავაზე, როდის შეხვდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილს,  პასუხობს:

„ერთ სიტყვაში გიპასუხებთ, იანვარში (მქონდა კომუნიკაცია ივანიშვილთან)”,- უთხრა მედიას კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g