LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ჩავატაროთ აკრძალული ღონისძიებები – “გირჩი” განცხადებას ავრცელებს

159
BeFunky-collage - 2020-09-10T185010.563

ხალხმრავალი ქორწილების თუ სხვადასხვა სახის სოციალური ღონისძიებების ღია სივრცეში აღნიშვნის აკრძალვას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა.

აღნიშნულ ფაქტს განცხადებით გამოეხმაურა პოლიტიკური პარტია „გირჩი“.

“წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა ტიპის ღია თუ დახურული ტიპის ხალხმრავალ შეხვედრებში.

შეხვედრები იქნება სხვადასხვა ტიპის და გარდა პარტიული აგიტაციისა და გირჩის ლიდერებთან პირადი კონტაქტის დამყარებისა, თავის თავში შეიძლება მოიცავდეს მუსიკის მოსმენას, კერძების დაგემოვნებას, ალკოჰოლის მიღებას, სიმღერასა და სხვადასხვა რიტუალების ჩატარებას.

აღნიშნული შეხვედრების ნაწილის ორგანიზებაში გვეხმარებიან მეგობრები, მხარდამჭერები და კომპანიები, რომელთაც აქვთ ასეთი ტიპის შეხვედრების მოწყობის გამოცდილება.

რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურის მხრიდან ნებისმიერი მიზეზითა და ნებისმიერი ფორმით ხელის შეშლა ასეთი შეხვედრების ორგანიზებაში, ჩვენს მიერ აღქმული იქნება როგორც ხელისუფლების მიერ გირჩისთვის წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა”- ნათქვამია განცხადებაში.

საკოორდინაციო საბჭომ კოვიდინფიცირების ზრდის გამო კვლავ აკძალა ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რეგულაციების თანახმად აკრძალულია მხოლოდ ქორწილი და ქელეხი, თუმცა დასაშვებია პარტიული ყრილობები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები