უკრაინაში მიმდინარე ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. თანამებრძოლების თქმით, გარდაცვლილი აჩიკო დევრისაშვილია. ის ბახმუტთან საჰაერო თავდასხმას შეეწირა.
დაღუპული მებრძოლის შესახებ სოციალურ ქსელში წერს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძეც:
„დიდება გმირებს! კიდევ ერთი ქართველი გმირი მებრძოლი დავკარგეთ უკრაინაში.
ვიზიარებ აჩიკო დევრისაშვილის ოჯახის და ახლობლების მწუხარებას!
ღმერთმა გაანათლოს მისი სული! დიდება საქართველოს და უკრაინას!“ – წერს გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში.
დიდება გმირებს!
კიდევ ერთი ქართველი გმირი მებრძოლი დავკარგეთ უკრაინაში.ვიზიარებ აჩიკო დევრისაშვილის ოჯახის და ახლობლების მწუხარებას!
ღმერთმა გაანათლოს მისი სული! ?
დიდება საქართველოს და უკრაინას! ????Posted by Giorgi Vashadze / გიორგი ვაშაძე on პარასკევი, 28 ივლისი, 2023
აჩიკო დევრისაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, რომეო ფარულავაც და მას ემოციური სტატუსით ემშვიდობება:
„შენ უმაგრესო შენა. როგორ დაგვწყვიტე შენს ძმებს გული. გმირი ხარ ძმაო“, – წერს რომეო ფარულავა.
შენ უმაგრესო შენა❤️?როგორ დაგვწყვიტე შენს ძმებს გული??Achiko Devrisashvili გმირი ხარ ძმაო?????
Posted by Romeo Pharulava on პარასკევი, 28 ივლისი, 2023
როგორც „ფორტუნას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ და განხორციელდება შესაბამისი პროცედურები.
ცნობისათვის, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინაში მიმდინარე ომს 49 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.