დღესასწაულები სამსახურისგან დასვენების საუკეთესო საშუალებაა. თუმცა, ადრე თუ გვიან არდადეგები მთავრდება და ისევ ყოველდღიური რუტინა იწყება. გთავაზობთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ ჩვეული რეჟიმის დაბრუნებაში.

* სამუშაო კვირის დაწყებამდე, რამდენიმე დღით ადრე მიეჩვიეთ ადრე დაძინებას და გაღვიძებას. ფიზიკური დატვირთვა სპორტულ დარბაზში კი, ორგანიზმსაც გამოაცოცხლებს და გონებასაც გამოაფხიზლებს.

* განეწყვეთ მუშაობისთვის და გაიხსენეთ თქვენი სამსახურის დადებითი მხარეები (თუ რა თქმა უნდა, საერთოდ არსებობს ასეთი).

* ნუ იჩქარებთ და პირველ დღესვე ნუ გაწირავთ თავს მუშაობისთვის. ეტაპობრივად გადაერთეთ ოფისის ყოველდღიურ რუტინაზე, გლობალური პრობლემების მოგვარება კი, რამდენიმე დღით გადადეთ.  

* მოიკითხეთ კოლეგები, მიირთვით მათთან ერთად ფინჯანი ყავა და დაინტერესდით, როგორ გაატარეს მათ დღესასწაულები. მთავარია,   ზედმეტი არ მოგივიდეთ და ზრდილობა უსაქმურობაში არ ჩაგითვალონ.

* გამოიჩინეთ ინიციატივა. თუ დიდი ხანია გაქვთ ახალი და პერსპექტიული პროექტის გეგმა, თამამად შესთავაზეთ ხელმძღვანელობას. მართალია, მცირე, მაგრამ მაინც არის შანსი, რომ საკუთარი ენთუზიაზმითა და კრეატიულობით თქვენზე “ჭკვიანებსაც” დააინტერესებთ.  

* ნუ მიეცემით პანიკას, თუ მოგეჩვენათ, რომ არდადეგებზე თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები საგრძნობლად შემცირდა. სინამდვილეში, გონებას გარკვეული დრო ჭირდება, რათა ეტაპობრივად დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს.

 

კატეგორიები: რჩევები

მსგავსი თემები