LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გახდა სიღარებეში გაზრდილი გოგონა ავანგარდული მუსიკის ლეგენდა – საინტერესო ფაქტები ბიორკის შესახებ

425
FORTUNA. GE

ისლანდიელი საკულტო  მუსიკოსი ბიორკი ელექტრონულ-ავანგარდული მუსიკის ნამდვილი პიონერია. მისი გვარია  გუდმუნდსდოტირი, რომელსაც მუსიკოსი არასოდეს იყენებს, მსოფლიო მას უბრალოდ ბიორკის სახელით იცნობს.

ბიორკის დედა ჰიპი იყო, ამიტომ მთელი ბავშვობა მან კომუნაში გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ამ წლებს მუსიკოსი იშვიათად ახსენებს, ჰიპების გავლენა მასზე უდიდესია. ასე ისწავლა მან ცხოვრება ბუნებაში, ნადირობა, ცეცხლზე საკვების მომზადება და ცხოვრება ისე, თითქოს ყველა დღე უკანასკნელია.

პირველი ალბომი ბიორკმა 11 წლის ასაკში გამოუშვა, აქ შევიდა ცნობილი ჰიტების ქავერ-ვერსიები, აკომპანემენტს ბიორკს მამინაცვალი უწევდა, რომელიც მაშინ ჯგუფ Pops-ის შემადგენლობაში უკრავდა. ისლანდიაში მისი დისკი პლატინის სტატუსის მფლობელი გახდა. ბავშვობაში ბიორკი უცნაური იყო, უყვარდა უკუღმა სიარული. ასე დადიოდა ის ქუჩაშიც, ერთხელ ფანარსაც შეეჯახა, რამაც მას ხელზე უზარმაზარი იარა დაუტოვა.

ბიორკს ჰყავს არანორმალური ფანების არმია. ყველაზე ცნობილი მათ შორის თვითმკვლელი ფანია, რომელმაც ასაფეთქებელი ბომბი პირდაპირ კამერების წინ დაამზადა და ის მუსიკოსს ფოსტით გაუგზავნა, თავად კი თავი მოიკლა. ამ ფაქტმა ბიორკზე ისე იმოქმედა, რომ შექმნა ალბომი Homogenic.

იყო დრო, როცა მუსიკოსს ძალიან უჭირდა, არ ჰქონდა სახლი, პირობები. ამიტომ თანატოლებთან ერთად გასაბერი აუზი მოიპარა. ფაქტი იმით ახსნა, რომ ბანაობა უნდოდა.

პირველი ჯგუფი ბიორკმა 13 წლის ასაკში შეკრა და მას ექრვა Spit and Snot, 1994 წელს ბიორკმა მადონასთვის დაწერა სიმღერა Bedtime Story, რომელიც ბრიტანული დაჯილდოვების ცერემონიაზე გაჟღერდა.

2000 წელს ისლანდიის მთავრობას სურდა ბიორკისთვის კუნძული ეჩუქებინა, მუსიკოსმა უარი განაცხადა.

80-იან წლებში ბიორკმა ეინარ ერნ ბენედიკტსონთან და ტორ ელდონიომთან ერთად შექმნა ალტერნატიული ჯგუფი The Sugarcubes, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა ამერიკაში. ბიორკმა და ტომმა შეხვედრა დაიწყეს, მალევე მათ ვაჟი შეეძინათ, ბიორკს ასევე ჰყავს ქალიშვილი, ისადორა.

მუსიკის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სწორედ ბიორკის ალბომი Debut გახდა პირველი მუსიკალური დისკი, სადაც ელექტრონული მუსიკისა და ალტერნატივის ნაზავმა მასების დაპყრობა შეძლო.

ბიორკი არაჩვეულებრივი მსახიობიცაა, ის მთავარ როლს ასრულებს ლარს ფონ ტრიერის ფილმში „წყვდიადში მოცეკვავე“, რომლისთვისაც ის ,,ოსკარზე” წარადგინეს. ამ როლისთვის ბიორკმა ,,კანის კინოფესტიავლზე”, ,,ოქროს პალმის რტოც” მიიღო. ფილმის გამოსვლიდან 17 წლის თავზე ბიორკმა განაცხადა, რომ ლარს ფონ ტრიერი მასზე ძალადობდა, რეჟისორმა ფაქტი უარყო. ჟურნალისთვის W Magazine ბიორკმა ინტერვიუ თავის თავს ჩამოართვა, ისაუბრა გატაცებებზე, სიყვარულზე, სექსსა და რიტუალებზე. ბიორკის ანგარიშზე 10-ზე მეტი მუსიკალური ალბომია, ის ცნობილია, როგორ ყველაზე უცნაური მუსიკალური კლიპების ავტორიც.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები