ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პერიოდში ავტომობილები შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.

“პირველი ეტაპისთვის მოძრაობა შეიზღუდება ვარაზისხევიდან პიქსელამდე, სამუშაოები ატენის ქუჩის ჩათვლით განხორციელდება. გარკვეულ ქუჩებზე ცვლილებები განხორციელდება მოძრაობის მხრივ. მაგალითად, პირველ ეტაპზე, როცა ჩაიკეტება ეს მონაკვეთი, მანქანები უნდა გადაადგილდნენ ვარაზისხევიდან კეკელიძის ქუჩის მიმართულებით, კეკელიძიდან ფალიაშვილის ქუჩაზე და შემდეგ უკვე პიქსელთან შეეძლებათ ჩამოსვლა, რათა ატენის ქუჩის მაცხოვრებლებისთვის ხელმისაწვდომი იყოს სამანქანო მოძრაობა.

რაც შეეხება პროექტის ღირებულებას, გათვალისწინებული გვაქვს დაახლოებით 15 მილიონი ლარი”, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მსგავსი თემები