LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ინარჩუნებს ყოფილ რძლებთან კარგ ურთიერთობას ხათუნა ხოფერია: „ყოფილებს არ ვეძახი, ისინი არიან ჩემი რძლები… თუ მათ არ ვეყვარები, ჩემს შვილიშვილებსაც არ ვეყვარები…“

646
ხათუნა ხოფერია მთავარზე

ხათუნა ხოფერია „იმედის დღეში“ ნანა ლორთქიფანიძის რუბრიკას სტუმრობდა. მან უპასუხა წამყვანის შეკითხვას, როგორ შეინარჩუნა ყოფილ დედამთილთან და რძლებთან კარგი ურთიერთობა:

„ჩემს შვილებს რაღაც დაემართათ ასეთი, რომ დამიგროვდა… თუმცა ყოფილებს არ ვეძახი, ისინი არიან ჩემი რძლები. მე დავიტოვე ჩემთვის უფლება, რომ ჩემთვის ძვირფას ადამიანებს თავად მივანიჭო სტატუსი და შესაბამისად, ისინი არიან რძლები, ჩემი მანჩო, თიკუნა, ჩემი ინა… ისინი, ვინც მათ გვერდით არიან… ჩემი რძლები ჩემი შვილიშვილების დედები არიან. ვერ ვეყვარები შვილიშვილებს, თუკი მათ დედებს არ ვეყვარები…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები