შარტავას ქუჩაზე ტრაგიკულად დაშავებული პატარა ბიჭუნა დათი ქოქრაშვილი ისრაელში მრავალთვიანი მძიმე მკურნალობის შემდეგ, ოჯახთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა.
გაცილების ამსახველი ფოტოები ისრაელში მცხოვრებმა ქართველმა, თეა ცხადაძემ გამოაქვეყნა და დაწერა:
,,როგორ მომენატრებით… ბედნიერი მგზავრობა და დათის მალე გამოჯანმრთელება. მიყვარხართ!..”.
როგორც დაშვებული მოზარდის დედამ, ქრისტინე მამუკაშვილმა “ფორტუნას” განუცხადა, დათი გერმანიაში რეაბილიტაციის კურსს გაივლის.
მიმღები:
ქრისტინე მამუკაშვილი, დედა
TBC: #GE05TB7962745064300024
BOG: #GE90BG0000000101545483