ექიმი ნანა სხილაძე სოციალურ ქსელში აზიარებს ინფორმაციას კოვიდინფექციის და მის მიერ გამოწვეული შედეგების შესახებ.

გთავაზობთ სტატუსს:

„მძიმე, მაგრამ აუცილებლად საჭირო ინფორმაცია კოვიდის შესახებ!

ინფიცირების საფეხურები პირველი დღიდან ბოლო დღემდე, როგორც გამოჯანმრთელების, ასევე სიკვდილის მიზეზებით:

დაინფიცირების ხანგრძლივობა მერყეობს 2 დან 14 დღის განმავლობაში (ხშირად ვლინდება 5 დღეში)

იწყება უმეტესად ასე :

1 დღე – ყელის მსუბუქი ტკივილი, ფხაჭვნის შეგრძნება. ეს იმიტომ, რომ ვირუსი აღიზიანებს რეცეპტორებს.

მე-3 დღეს – სიმპტომები მოიმატებს. შეიძლება აღინიშნოს გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, რადგან რეცეპტორები, რომლის დახმარებითაც ვირუსი შემოიჭრება, აღიზიანებს მათ და თუ იგი ნაწლავის რეცეპტორთან მიაღწევს, განვითარდება ასეთი სიმპტომები. ეს შეგრძნება უმეტესად გამოუვლინდება იმ პაციენტს, ვინც დაინფიცირდება დაბინძურებული ხელის პირში ჩადებისგან, ამიტომ არის აუცილებელი ხელების ხშირი დაბანა.

მე-4 დღიდან – მოიმატებს ყელის ტკივილი, სახსრების ტკივილი, რასაც დაემატება სისუსტე. ტემპერატურა მოიმატებს 37 გრადუსამდე.

მე-5 – მე-6 დღე – მშრალი ხველა, მსუბუქი ხასიათის ქოშინი. პაციენტი არის ძალიან დაღლილი.

მე-7 დღეს – მძიმე დღეა – ტემპერატურა იმატებს, ხველა იმატებს. აღინიშნება მთელი სხეულის ტკივილი! როგორც წესი, ავადმყოფთა უმეტესობა კლინიკაში მეშვიდე დღეს ხვდება.

დასამახსოვრებელი ინფორმაცია:

  1. სუნთქვის გაძნელება
  2. მოჭერითი ხასიათის ტკივილი გულ-მკერდში, რომელიც იღებს მუდმივ ხასიათს
  3. ცნობიერების დათრგუნვა
  4. ტუჩების გალურჯება

სიგნალია, რომ დაუყოვნებლივ მიმართოთ კლინიკას!..

მე-8-9 დღე – ქოშინი გამოხატული ხდება, პაციენტს უჭირს სუნთქვა, მოძრაობა,  თვალის გახელა. ტემპერატურა იმატებს, შეიძლება, დაიწყოს სეფსისური შოკის განვითარება!

მე-12-14-ე დღე ადამიანთა უმეტესობა უპრობლემოდ გაივლის ამ დღეებს და გამოჯანმრთელდება კლინიკურად, ხოლო მცირე ნაწილის, 5%-ის მდგომარეობა დამძიმდება.

მე-15-მე-16-ე დღეს განვითარდება პოლიორგანული უკმარისობა.

მე-17-მე-19-ე დღეს შეიძლება დადგეს ლეტალური გამოსავალი.

რატომ დგება ლეტალური გამოსავალი:

ჩვენი ფილტვები აგებულია ალვეოლებისგან, სადაც გვხვდება ე.წ. პნევმოციტები, ანუ ფილტვის უჯრედები, ის ჩვენ გვეხმარება ჟანგბადის ათვისებაში.

არსებობს 1 და 2 ტიპის პნევმოციტები.

მე-2 ტიპის პნევმოციტები შეიცავს რეცეპტორებს. ზედა სასუნთქი გზებიდან ჩამოსული ვირუსი სწორედ მისი საშუალებით შემოაღწევს ფილტვის ქსოვილში, ამიტომ არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ნიღბის ტარება რადგან მისი არქონის შემთხვევაში ვირუსი თავისუფლად ჩააღწევს პირველივე დღეს ფილტვებში. ნიღაბის მეშვეობით კი შეიძლება მხოლოდ სასუნთქ გზებში მოხდეს და მსუბუქად დავინფიცირდეთ, რადგან ვერ ჩააღწევს ფილტვებში.

P.S ვირუსის რაოდენობა დიდ როლს თამაშობს დაავადების სიმძიმეზე.

სიკვდილს იწვევს ორი მიზეზი :

ვირუსი

ჩვენი იმუნური სისტემა

რატომ და როგორ ხდება ეს?

როდესაც ვირუსი შემოიჭრება ჩვენს ორგანიზმში და გამრავლებას დაიწყებს, დამცველი უჯრედები  მაკროფაგები გამოყოფენ ეგრედ წოდებულ ციტოკინებს ეს მონაკვეთი კარგად დასამახსოვრებელია.

მაკროფაგის მიერ გამოყოფილი ციტოკინი შეიცავს:

ინტერლეიკინ 1

ინტერლეიკინ 6

ინტერლეიკინ 8

TNF – ს

სწორედ ისინი ხდებიან მიზეზი ადამიანის სიკვდილის.

როგორ კლავს?

მაკროფაგი ციტოკინს გამოყოფს იმიტომ, რომ ჩართოს ცხელება ! ეს მოიზიდავს დიდი რაოდენობით ნეიტროფილს ანთებით კერაში! სისხლძარღვები ხდება ძალიან  გამავალი  ყველა უჯრედი თვის როგორც ნეიტროფილი ასევე პლაზმაც გამოდის სისხლძარღვებიდან და მიემართებიან ფილტვებში. სწორედ ამიტომ  უკონტროლო რაოდენობით გადმოსული პლაზმა იწვევს ფილტვების შეშუპებას !

სიკვდილის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არის მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი!

ეს არის სითხით სავსე ფილტვებში ჟანგბადის მიუღწევლობის ფონზე აღმოცენებული ძლიერი სუნთქვის უკმარისობა!

რჩევა:

ასეთ დროს სანამ სასწრაფო მოვა, დააწვინეთ ავადმყოფი მუცელზე, რაც შეამსუბუქებს ფილტვებზე დატვირთვას და შეიძლება, სუნთქვა ოდნავ გამარტივდეს.

ასევე მეორე მიზეზი ლეტალური გამოსავლის არის სეფსისური შოკი.

ეს ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმში ყველა  სისხლძარღვი გაფართოვდება წნევა დაეცემა. დაიწყება ყველა ორგანოს კვდომა, ანუ პოლიორგანული უკმარისობა.

როგორ მივხვდეთ რომ ავადმყოფს სეფსისური შოკი აქვს:

წნევის ვარდნა

ცხელება ან პირიქით ძალიან დაბალი ტემპერატურა

ტიპური ნიშანი არის საშუალო არტერიული წნევა, 70-ზე დაბალი.  ეს როგორ გამოვთვალოთ:

მაგალითად, ადამიანს აქვს 100/60

60-ს, ანუ დიასტოლურ წნევას ვამრავლებთ 2 ზე და ვამატებთ სისტოლურ წნევას 100 შემდეგ ვყოფთ 3 ზე .

60*2+100:3=153

თუ მიღებული ციფრი იქნა 70-ზე დაბალი, უტყუარი ნიშანია იმისა, რომ ადამიანს აქვს სეფსისური შოკის მდგომარეობა!

ჯანმრთელობას გისურვებთ“.

მსგავსი თემები