LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვიპოვოთ ოჯახის ექიმი: ახალი პორტალი ამოქმედდა

2073
123961431-1034516830346031-690249302256009725-n

მოქალაქეებს დღეიდან შესაძლებლობა აქვთ, ახალი საინფორმაციო პორტალის საშუალებით მიიღონ ინფორმაცია ოჯახის ექიმის ვინაობისა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების შესახებ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნული მეთოდის შემუშავება ემსახურება ჯანდაცვის სფეროში მომსახურეობის ხარისხის გამოსწორებას, უზრუნველყოფა და ასევე მომსახურების გაფართოვებას.

„რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვნად განტვირთავს 112-ში მიმართულ ზარებს, რაც უკვე იმ პაციენტებს, რომლებსაც უკიდურესად ესაჭიროებათ სასწრაფო გადაუდებელი დახმარება, ექნებათ უფრო ნაკლები ლოდინის დრო და ამ კომპონენტშიც ჩვენ გავხდებით უფრო მეტად ეფექტურები“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პორტალზე პირადი ნომრის მითითებით, მოქალაქეს შეუძლია გაარკვიოს, თუ რომელ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაშია რეგისტრირებული და ასევე იღებს ინფორმაციას ოჯახის ექიმის ვინაობის შესახებ, რომელიც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მეთვალყურეობას განახორციელებს.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს, ან იმ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც რეგისტრირებულია.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, თუ მოქალაქე სარგებლობს კერძო დაზღვევით უნდა დაუკავშირდეს სადაზღვევო კომპანიის ოჯახის ექიმს.

თუ მოქალაქე არ არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი და არც კერძო დაზღვევით სარგებლობს, ან არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი, მაგრამ არცერთ სამედიცინო დაწესებულებაში არ არის დარეგისტრირებული, უნდა დაუკავშირდეს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს: 1505

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები