LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც ჩანს, დანაშაული ჩადენილი აქვს – მეუფე ნიკოლოზი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე

252
BeFunky-collage (28)

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თემაზე კომენტარი გააკეთა. როგორც მეუფემ აღნიშნა- “იწყალებენ დამნაშავეს, მართალ ადამიანს არ იწყალებენ.”

მანვე აღნიშნა, რომ დეკანოზ მამალაძეს აუციელბლად შეიწყალებენ, მაგრამ შეწყალების პროცესი რთულია.

„მე მგონია, რომ შეიწყალებენ, მაგრამ შეწყალება რთული პროცესია. მე ვფიქრობ, არ არის აუცილებელი მისი ციხეში ჯდომა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩანს, დანაშაული ჩადენილი აქვს. ჩვენს ქვეყანაში საბრალდებო დასკვნა არ არის ხელმისაწვდომი. მე ვფიქრობ, რომ შეწყალება კარგია და აუცილებელი. საერთოდ ასე ხდება, რომ ადამიანი რაღაცას ჩაიდენს, დაიჭერენ და მერე იწყალებენ“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

“არ მაქვს სურვილი, სიბინძურეში გახვეულ ადამიანებს წყალობა ვთხოვო”-დეკანოზი გიორგი მამალაძე

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა.  თავად დეკანოზის თქმით, მას ციანიდის შეძენა შორენა თეთრუაშვილმა დაავალა, თუმცა, მომწამლავი ნივთიერება არ შეუძენია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება – ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირადა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები