LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორც ინფორმაცია ვრცელდება, ქიმიური დაბომბვის შედეგად ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.. ვაჟკაცი და პატრიოტი იყო“ – რას ჰყვება უკრაინაში დაღუპულ ქართველზე მისი თანამებრძოლი

136
Untitled design

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზურაბ ოდიშვილი, სავარაუდოდ, ქიმიური დაბომბვის შედეგად ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზურაბ ოდიშვილი დაიღუპა

ამის შესახებ ოდიშვილის თანამებრძოლი „მთავარ არხთან“ საუბარში აცხადებენ.

„როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ქიმიური დაბომბვის შედეგად ინტოქსიკაციაა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი და დასკვნას ელოდებიან. მის გადმოსვენებასთან დაკავშირებით [დეტალები] ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

ზურა სნაიპერი იყო, პირველი დღიდან უკრაინაში იმყოფებოდა.

იყო ძალიან ვაჟკაცი ადამიანი, თავისი ქვეყნის პატრიოტი და მისი ერთადერთი სურვილი იყო იმ მტრის განადგურება, რომელიც დღეს უკრაინასთან ერთად საქართველოს საერთო გვყავს“, – ამბობს უკრაინაში მებრძოლი ლევან პარკაია.

ცნობისათვის, ზურაბ ოდიშვილი 43-ე ქართველია, რომელიც 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინაში მიმდინარე ომს ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები