LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც ვვარაუდობდით, გაჯანსაღების ძალიან კარგი ტენდენცია გამოიკვეთა – ეკონომიკის მინისტრი

52
269591600-4698028650286757-2278827901236797832-n

როგორც ვვარაუდობდით, გაჯანსაღების ძალიან კარგი ტენდენცია გამოიკვეთა 2021 წელს – გაზრდილია, როგორც მთლიანობაში საგარეო სავაჭრო ბრუნვა, ასევე განსაკუთრებით პროდუქციის ექსპორტი. ექსპორტის მოცულობამ გადააჭარბა 4,2 მლრდ დოლარს, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია ბოლო ათწლეულში, ზრდამ კი დაახლოებით 27 პროცენტი შეადგინა 2020 წელთან შედარებით,“ – ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 2021 წლის საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემი, რომელიც დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, 2021 წელს ექსპორტმა 4,242.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 25.1 პროცენტით აღემატება წინა წლის მონაცემს და 10,077 მლნ.

„ქართული პროდუქციის ექსპორტი კვლავაც რჩება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის და ეკონომიკის გაჯანსაღების მთავარ მამოძრავებელ ძალად,“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები