LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება ეროვნული ბანკის ახალი ოფისი, უკვე ცნობილია (ფოტოები)

226
erovnuli4

უკვე ცნობილია, როგორი იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი სათავო ოფისი, რომლის მშენებლობაზეც სავარაუდოდ 50 მილიონი ლარი დაიხარჯება.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ დღევანდელი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, კონკურსის შედეგად უკვე გამოვლენილია კომპანია, რომელმაც ახალი ოფისის დიზაინი დაამუშავა.

სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ოფიციალური ინფორმაციით, გამარჯვებული ამერიკული კომპანია GLMV Architecture Inc -ია. მასთან 2 537 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები