LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება განახლებული კახეთის გზატკეცილი, ცნობილია (ფოტოები)

613
kaxeti4

როგორი იქნება განახლებული კახეთის გზატკეცილი – უკვე ცნობილია. მედიაში, კერძოდ ვებგვერდზე city.kvira.ge, ის ფოტოები ვრცელდება, რომლებიც აღნიშნული ტერიტორიის სამომავლო ვიზუალს ასახავს.

მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, კახეთის გზატკეცილზე და ბუშის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობს.

ამ ეტაპისთვის, რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდა 500-ზე მეტი მწვანე-ნარგავის გადარგვა, გამყოფი ზოლებიდან და კახეთის შემოსასვლელიდან „ისთ ფოინთის“ სავაჭრო ცენტრამდე; მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები სარწყავი სისტემისა და განათების მოსაწყობად.

შეგახსენებთ, სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანიაგრინსერვის +“ ასრულებს. სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში 21 მაისს დაიწყო და დასრულების ვადად 190 კალენდარული დღე განისაზღვრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები