გოგებაშვილის ქუჩაზე დაჭრილი გიჩო მარგველაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და მკურნალობას ხეჩინაშვილის კლინიკაში აგრძელებს.
თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს
„შემოყვანილია ცეცხლსასროლი ჭრილობებით ბარძაყის არეში. მუხლის არეში, წვივის არეში. ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა. მაგისტრალური სისხლძარღვები არ არის დაზიანებული და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კარტერს რომ ეძახიან, მაგ ტიპის ტყვია იყო დაახლოებით, ალბათ, სამი გასროლით მოხდა ეს ყველაფერი. შინაგანი ორგანოები არ არის დაზიანებული. ტანში არ არის ტყვიები მოხვედრილი,“- თქვა ექიმმა.
რაც შეეხება მეორე დაჭრილს – ტურისტი ამერიკულ ჰოსპიტალში იმყოფება. ის მედიკოსების დაკვირვების ქვეშაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლის შედეგად მოკლულია ერთი, ხოლო დაჭრილია ორი ადამიანი
თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლის შედეგად მოკლულია ერთი პირი.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. იდენტიფიცირებულია მკვლელობაში ბრალდებული.