LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Rolex-ის ფირმის საათები, Cartier-ს აქსესუარები – რა ქონებას ფლობს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და ვინ არის მარიამ ქვრივიშვილის მეუღლე 

913
მარიამი და ქმარი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს მარიამ ქვრივიშვილს 30 წლის ასაკში შთამბეჭდავი კარიერა აქვს. მარიამ ქვრივიშვილი სამინისტროში ტურიზმის, ავიაციისა და კურორტების განვითარების მიმართულებას ხელმძღვანელობს.

საჯარო სივრცეში მარიამ ქვრივიშვილი ხშირად არ ჩნდება ოჯახთან ერთად.

 

 

ინფორმაციის მოძიებას ქონებრივი დეკლარაციიდან შევეცადეთ. ქონებრივი დეკლარაცია მან ბოლოს 2022 წლის 29 აპრილს შეავსო. 

დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ მისი მეუღლე 1992 წელს სოხუმში დაბადებული ოთარ ბერიშვილია.

 

 

ოთარ ბერიშვილს შპს კოლექტივ დეველოპმენტში დირექტორის პოზიცია უკავია და ამ თანამდებობაზე 200087,93 ლარი მიიღო გასულ წელს.

 

 

 

რაც შეეხება, მის უძრავ ქონებას :

მარიამ ქვრივიშვილი ფლობს ბინას თბილისში და მსუბუქ ავტომობილს BMW x6-ს რომელიც 2018 წელს აქვს შეძენილი 60000 დოლარად.

დეკლარაციიდან ასევე ცნობილი ხდება რომ ქვრივიშვილს აქვს Rolex-ის საათი, რომელიც 2016 წელს საჩუქრად მიიღო – საათის ღირებულებაა 10 ათასი დოლარია.

მარიამმა Rolex-ის ფირმის საათი 2017 წელს შეიძინა და მასში 12 ათასი დოლარი გადაიხადა.

მარიამმა 2017 წელს  Cartier-ის სამაჯური  7 ათას დოლარად შეიძინა.

მას ასევე აქვს Cartier-ის ფირმის ბეჭედი, რომელიც 3500 დოლარად აქვს 2017 წელს შეძენილი.

მარიამ ქვრივიშვილმა გასულ წელს მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 42 422 ლარი აიღო, ხოლო როგორც პარლამენტის წევრის სარგებელი იყო 18 009 ლარი.

დეკლარაციის მიხედვით, მარიამ ქვრივიშვილმა გასულ წელს მიიღო 40 ათასი ლარის ოდენობის დახმარება.

მარიამ ქვრივიშვილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული (მარკეტინგის განხრით).

ასევე კალიფორნიაში, ბერკლის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების მოკლევადიანი კურსი აქვს გავლილი.

კარიერა:

2010-2012 წლებში იყო შპს „აჭარა ჯგუფის“ ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელის მოადგილე. 2012-2014 წლებში იყო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე.

2014-2019 წლებში იყო შპს „ვოიაჟერის“ გენერალური დირექტორი; flydubai-ს რეგიონალური მენეჯერი საქართველოში. 2019-2020 წლებში იყო სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

2020 წლის 11 დეკემბრიდან 2021 წლის 25 მაისამდე იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

2021 წლის 24 მაისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

 

ერთი პერიოდი ის გიორგი გახარიას კადრად მიიჩნეოდა. ამბობდნენ, რომ პრემიერობიდან წასვლის შემდეგ მარიამი მისი პარტიის წევრი იქნებოდა, მაგრამ ასე არ  მოხდა.

დღემდე, მარიამ ქვრივიშვილი „ქართული ოცნების“ გუნდის წევრია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები