LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რომ მხედავს, ბნედა ემართება“ – წულუკიანი ბოკერიაზე

372
BeFunky-collage (5)

„არ არის მისგან უჩვეულო ასეთი ტიპის მასკარადი, განსაკუთრებით როცა მე მხედავს, ემართება ბნედა, პოლიტიკურ ბნედაას ვგულისხმობ,”- ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გიგა ბოკერიას დღევანდელ განცხადებას, სადა მან წულუკიანს „პოლიტიკური ბოღმის ელექსირი უწოდა“.

“დანანებით მინდა აღვნიშნო, რომ ეს ადამიანი ბნელეთისკენ მიაქანებს საკუთარ პოლიტიკურ ძალას იმის გამო, რომ დღეს მისი პოლიტიკური პარტია ვითომ გასუფთავებული ნაციონალები მისი თამადობით, რომლებიც საყვედურობდნენ პრემიერ-მინისტრს, რომ ეს ჯარიმები ოდენობები მაღალი რომ არის, იმას კი არ ვაპროტესტებთო, იმას ვაპროტესტებთო, ბატონი სერგი და ბოკერია ყვიროდნენ, რომ ეკლესიის წარმომადგენლები არ დააჯარიმეთო.

ისინი და ბატონი გიგა, რა თქმა უნდა ,გაღიზიანებულები არიან, როცა მე ვიხსენებ ილია ჭავჭავაძეს, რა თქმა უნდა, გაღიზიანებულია და მსაყვედურობს ხოლმე, რატომ ვიყნებენ საუბრისას ქართულ ლიტერატურულ სიტყვებს. ეს არის პროდასავლურობას ამოფარებული ანტიქართული ძალა, რომელიც საკუთარ პარტიას მიაქანებს ბნელეთისკენ, მაგრამ ამაზე მე ვერ ვიდარდებ“, — განაცხადა წულუკიანმა.

დავაწინაურებ – პრემიერის პასუხი ბოკერიას კითხვაზე, გადააყენებს თუ არა წულუკიანს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები