LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რომ ვთქვით, ჩაწიკწიკებული კანონი უნდა მივიღოთო, ყველა დაგვცინოდა” : ალეკო ელისაშვილი

49
ალეკო ელისაშვილი

“რომ ვთქვით, ჩაწიკწიკებული კანონი უნდა მივიღოთო, ყველა დაგვცინოდა” – ალეკო ელისაშვილი თვლის, რომ კონსენსუსით მიღებული იქნებაქვეყნის უკეთესი მომავლის განმსაზღვრელი ცვლილებები

მისი თქმით, კანონპროექტით არჩევნების დღეს ყველანაირი მანიპულაცია იქნება მინიმუმამდე დაყვანილი, თუმცა, ისეთ პრობლემებს, როგორიც არის მაგალითად მოსყიდვა წინასაარჩევნო პერიოდში, ვერ აგვარებს.

“ამ დღეების განმავლობაში ჩემზე უფრო ამაყი და ბედნიერი კაცი იშვიათია. მე და ლევან იოსელიანმა რომ გავაფორმეთ მემორანდუმი “ქართულ ოცნებასთან” და ვთქვით, რომ ჩაწიკწიკებული კანონი უნდა მივიღოთ, რომლითაც ნორმალური არჩევნები უნდა ჩავატაროთ – თქო, ყველა დაგვცინოდა და გვეუბნეოდა ჩააგდებენ, გადაგაგდებენო და დღეს მთელი დღეა, ყველაზე მეტს ვინც დაგვცინოდა, ჩართულია განხილვაში. ეს არის ისტორიული დღე, როცა კონსენსუსით მივიღებთ მეორე მოსმენით ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის განმსაზღვრელ ცვლილებებს, ეს რა თქმა უნდა ძალიან საამაყო და სატრაბახოა ჩემთვის, ლევან იოსელიანისთვის და ჩვენი პარტიისთვის”, – განაცხადა ელისაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები